ქუთაისის ვიცე-მერი: "უშიშროებასთან რეჟისორ მილორავაზე არ მისაუბრია"

ქუთაისის ვიცე-მერი: "უშიშროებასთან რეჟისორ მილორავაზე არ მისაუბრია"

ქუთაისის ვიცე-მერი კოტე ლომიძე რეჟისორ პაატა მილორავას განცხადებას გამოეხმაურა. ლომიძე არ ადასტურებს მილორავას მოსაზრებას, რომ მერიის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე რეჟისორის კანდიდატურა მისი დავალებით უშიშროებამ დაბლოკა. ვიცე-მერის თქმით, უშიშროების სამსახურის უფროსსა და მის მოადგილესთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ პაატა მილორავას შესახებ მათთან არასოდეს უსაუბრია.

"მე არავის ვნიშნავ თანამდებობზე. კულტურა არ არის ჩემი საკურატორო სფერო. მერიაში ახლა დანიშვნა კი არა რეორგანიზაცია მიმდინარეობს, სადაც კონკურსის გზით ხდება ადამიანების თანამდებობზე დანიშვნა. მილორავა მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი", - განაცხადა კოტე ლომიძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა