ივანიშვილის ვიზიტისას გორელი მეხორცეების დაჯარიმება შეაჩერეს

ივანიშვილის ვიზიტისას გორელი მეხორცეების დაჯარიმება შეაჩერეს

2013 წლის 18 აგვისტოდან გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურმა რეიდების ჩატარება დაიწყო და ხორცის ის გამყიდველები დააჯარიმა, რომლებიც პროდუქციას ფორმა N2-ის გარეშე უკეთებდნენ რეალიზაციას. გორის ბუნებრივი და აგრარული რესურსების, ვეტერინარიის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური სტაბილურობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ხიდაშელმა ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულებს სთხოვა, რომ აღნიშნული რეიდების შესახებ საკუთარ სოფლებში მოსახლეობისთვის ინფორმაცია მიეწოდებინათ.

"ზუსტად იმ დღეს, ბიძინა ივანიშვილი რომ იყო ჩამოსული გორში, (იგულისხმება 8 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის ფიცის მიღება მთავარ მოედანზე) სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინალური სამსახურის თანამშრომლები ხორცის მოვაჭრეების დაჯარიმებას აპირებდნენ. ვეხვეწეთ, ვთხოვეთ, რომ ეს ღონისძიებები გადაედოთ. მერე ყველას ვადა 18 აგვისტომდე მისცეს და ახლა უკვე დაიწყეს დაჯარიმებები", - განაცხადა გიორგი ხიდაშელმა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა