"დამიბრუნეთ ჩემი შვილი, თუნდაც მკვდარი" - დაკარგულის დედა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

"დამიბრუნეთ ჩემი შვილი, თუნდაც მკვდარი" - დაკარგულის დედა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

სამი თვის წინ დაკარგული 22 წლის ოთარ ლაზაშვილის დედა, მარიამ ლაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. "დამიბრუნეთ ჩემი შვილი, თუნდაც მკვდარი. გამომძიებელმა მითხრა, ჩვენ ვერავის ვერ ვაწამებთ და ჩვენებას ძალით ვერ წავართმევთო. ვინმეს წამების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, მაგრამ პროფესიონალი გამომძიებლები არ ჰყავთ?", - ამბობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ახალგაზრდის დედა.

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყის მკვიდრი, ოთარ ლაზაშვილი 15 მაისს დუშეთის რაიონში დაიკარგა. მას სოფელ კორშასთან, საძოვრებზე საკუთარი ცხვარი ჰყავდა წაყვანილი. მაშველები დაკარგულს რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა ვერ იპოვეს.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა