"სასწრაფოდ მოიცალოს ივანიშვილმა თხილის მაფიოზების ასალაგმად"

"სასწრაფოდ მოიცალოს ივანიშვილმა თხილის მაფიოზების ასალაგმად"

გურიაში წელს თხილის უხვი მოსავალია, თუმცა 10 აგვისტოდან ყველა სახის თხილზე ფასი საგრძნობლად დაეცა. მოსახლეობა შიშობს, რომ ამ სეზონზე მოსავლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯის დაფარვასაც კი ვერ მოახერხებს. ფასის ცვალებადობით უკმაყოფილო გურულები პრემიერ-მინისტრს დანაპირებს ახსენებენ და დახმარებას სთხოვენ.

"რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? არ გვითხრათ ახლა, ამას მსოფლიო ბაზარი იწვევსო. კარგად მოფიქრებული დემაგოგიაა ეს. მთავრობამ უნდა დაადგინოს სტაბილური ფასი და მაფიოზები ჩამოაშორონ ამ საქმეს. პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამი, მოვიცლი მე თხილისთვისო. მოიცალა? მიაწვდინეთ ჩვენი ხმა, რომ სასწრაფოდ მოიცალოს ივანიშვილმა თხილის მაფიოზების ასალაგმად. ვიღაცამ ადგილზე რატომ უნდა დაგვიდგინოს ფასი? რით იარსებოს ხალხმა, ჩაი არაა და რაიმე სხვა შემოსავალი", - ამბობენ ოზურგეთის ცენტრში შეკრებილი თხილით მოვაჭრეები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა