სამაჯური მარტოხელებისთვის

სამაჯური მარტოხელებისთვის

მარტოხელა გოგონები და ბიჭები პარტნიორს სხვადასხვა ხერხით ეძებენ - მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია გაცნობის საიტები, მაგრამ დიზაინერებმა რინა მარდალმა და რობ იანგმა ორიგინალური ხერხი მოიგონეს - სამაჯურები მარტოხელებისთვის.

სამაჯურზე ამოტვიფრულია "მარტოხელა ვარ", რაც საპირისპირო სქესს თქვენს სტატუსს უმალ აცნობს.

"თუკი დაოჯახებულ ადამიანს საქორწინო ბეჭდით ვცნობთ, მარტოხელებს სამაჯურით ამოვიცნობთ. 21-ე საუკუნეში ახალგაზრდა მარტოხელა ადამიანების რიცხვი დღითიდღე იზრდება. სწორედ ამიტომ მათ ერთმანეთთან საკონტაქტოდ თანამედროვე საშუალებები სჭირდებათ. წარმოიდგინეთ კლუბში შედიხართ და ვინმე მოგეწონებათ. მასთან გასაუბრებას ვერ ბედავთ, რადგანაც არ იცით ჰყავს თუ არა პარტნიორი. თუმცა, როდესაც ამ სამაჯურს დაინახავთ, მიხვდებით, რომ მისი გაცნობა ღირს", - ამბობენ დიზაინერები.

სამაჯური 7 სხვადასხვა ფერისაა; მისი ღირებულება 6 გირვანქა სტერლინგია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს