არაუფლებამოსილი პირები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

არაუფლებამოსილი პირები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს. ამის მიუხედავად, 16 აგვისტოს, ყაზბეგში, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას საჯარო მოხელეებიც ესწრებოდნენ. პრეზიდენტობის კანდიდატს გამგეობის სხვა თანამშრომლებთან და საჯარო სკოლების პედაგოგებთან ერთად, ყაზბეგის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი მანანა მარსაგიშვილიც დახვდა.

"დიახ, გახლდით შეხვედრაზე. მე გამოვედი გამგეობიდან, მქონდა უფლება მეჭამა საჭმელი, მაგრამ ეს დრო გამოვიყენე. რომელი კანდიდატიც ჩამოვა ყაზბეგში, თუ გამიშვებენ, ან შესვენება მექნება, გამოვიყენებ და ყველა კანდიდატს მოვუსმენ", - აღნიშნა მანანა მარსაგიშვილმა.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა