"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"

"ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება"

დაზიანებული და გადავსებული კიუვეტების (სანიაღვრე არხები) გამო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში მარტო სახლები კი არა, კერძო პოლიკლინიკის ეზოც იტბორება. შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს ქალბატონი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დატბორილ სანიაღვრე არხში ჩავარდა. ადგილობრივები პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა საგზაო დეპარტამენტი საკითხის გადაჭრას, თანხის უქონლობის გამო, სრულყოფილად ვერ ახერხებს.

"მოვიდნენ, ჩახედეს, თავი გადააქნიეს და წავიდნენ. ორი თვე ისე გავიდა, აღარავინ გამოჩენილა. მას შემდეგ, რაც საქმეში სოფლის რწმუნებული ჩაერია, გვითხრეს, რომ არც მუშები გვყავს და არც ბიუჯეტი გვაქვს, რომ პრობლემა ჩვენი ძალებით მოვაგვაროთო. აქამდე თუ ღმერთს წვიმის მოსვლას ვეხვეწებოდით, ახლა პირიქით. ყველამ დიდი იმედით მივეცით ხმა "ქართულ ოცნებას", გვიხაროდა ახალი მთავრობა მოვა და რამეს გააკეთებსო. ვფიქრობ, "ნაციონალები" სანატრელი გაგვიხდება. თითის თითზე დამკარებელი არავინაა. ჩემი რჩევაა, მინისტრები აქ ჩამოვიდნენ და ადგილზე ნახონ სოფლებში რა მდგომარეობაა, ხალხი როგორ ცხოვრობს. მიიტანონ მთავრობის ყურამდე, რომ სოფლებში ყველაფერი პარალიზებულია", - ამბობენ შპს "მკურნალის" მედიკოსები.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა