კახა ბექაური "მე-9 არხის" სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას უარყოფს

კახა ბექაური "მე-9 არხის" სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას უარყოფს

ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ყოფილი გენერალური დირექტორი კახა ბექაური "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "მეცხრე არხის" სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობას უარყოფს.

"სხვადასხვა საშუალებებით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რომ თითქოს მე ვმონაწილეობ, ან ჩართული ვარ სამოქალაქო საზოგადოების ერთი ჯგუფის მიერ ორგანიზებულ "მეცხრე არხის" სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესში. მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ორგანიზატორების და მონაწილეების მიმართ, არც ამ პროცესში და არც ამ პროცესის "ფეისბუქზე" მიმდინარე მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვაპირებ მომავალში", - წერს ბექაური.

გუშინ "მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე სააქციო საზოგადოების შექმნისა და "მე-9 არხის" შესყიდვის იდეით გამოვიდა.

სოციალურ ქსელში შესაბამისი გვერდიც შეიქმნა, სახელწოდებით "ვყიდულობთ "მე-9 არხს" და ვქმნით სააქციო საზოგადოებას". ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში აპირებენ ოფიციალურად მიმართონ არხის მეპატრონეებს, მის შესყიდვასთან დაკავშირებით.

იხილეთ ასევე: "ვყიდულობთ "მე-9 არხს" - სოციალურ ქსელში ახალი ჯგუფი შეიქმნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს