გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი: "როგორ ფიქრობთ, არ მთხოვენ საქმის გახსნას?"

გურიის სამხარეო პოლიციის უფროსი: "როგორ ფიქრობთ, არ მთხოვენ საქმის გახსნას?"

5 აგვისტოს, ღამით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემზარავი მკვლელობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობს. მოკლული გოჩა გუჯაბიძე, საკუთარ სახლთან, ჯერ კიდევ დაუდგენელმა პირებმა ცეცხლსასროლი ავტომატებით ჩაცხრილეს. მოკლულის მამის, ვარდენ გუჯაბიძის განცხადებით, მისი შვილის მკვლელობა შეკვეთილი იყო. მოქალაქეები კი ამბობენ, რომ  მათ საქმის გახსნის იმედი აღარ აქვთ და შესაძლოა, ამ საქმეს გურიის პოლიციის უფროსების სავარძლებიც შეეწიროს.

ამ საქმეებთან დაკავშირებით, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გოჩა ფერსაშვილს, "გურია ნიუსი" დაუკავშირდა.

- გოჩა გუჯაბიძის მკვლელობასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ არის?

- საქმე ჯერ გაუხსნელია და მიმდინარეობს გამოძიება.

- ბატონო გოჩა, საზოგადოება აქტიურად სვამს კითხვას, რატომ გახდა კრიმინოგენური სიტუაცია გურიაში უმართავი?

- გასაგებია თქვენი კითხვა, მაგრამ ვერაფერს ვერ გეტყვით ამასთან დაკავშირებით. კი, ბატონო, ძალიან ცუდი ამბავია, გეთანხმებით.

- არ გთხოვენ შსს სამინისტროდან, რომ ეს საქმეები გახსნათ?

- თქვენ როგორ ფიქრობთ, არ მთხოვენ, რომ საქმის გაიხსნას?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა