რატომ დაიბარეს უშიშროებაში კასპის საკრებულოს დეპუტატები

რატომ დაიბარეს უშიშროებაში კასპის საკრებულოს დეპუტატები

კასპის საკრებულოს 20-მდე დეპუტატი 19-20 აგვისტოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის რეგიონულ განყოფილებაში დაიბარეს და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ავთანდილ გოგიაშვილის არჩევასთან დაკავშირებით პოზიციების დაფიქსირება მოსთხოვეს. ფაქტს კასპის გამგებელი ოლეგ იაძეც ადასტურებს და ამბობს, რომ უშიშროების სამსახურში დეპუტატების დაბარების შესახებ უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს მოახსენებს.

"რა დანაშაულიც ჩაიდინეს 2-3 დღის წინ რეგიონული დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ამაზე დეტალურად და ფაქტებით ივანიშვილს მოვახსენებ. უშიშროების სამსახურის თანამშრომელი, გერმისაშვილი არის დამნაშავე პიროვნება და ის უნდა გაიწმინდოს. რაც შეეხება სუს-ის (სახელმწიფო უშიშროების სამსახური) რეგიონულ ხელმძღვანელს, ის ამ ფაქტს გადაჰყვება", - აცხადებს იაძე.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა