ახმეტის საკრებულოს წევრებს თავმჯდომარის გადაყენებას აიძულებენ

ახმეტის საკრებულოს წევრებს თავმჯდომარის გადაყენებას აიძულებენ

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება. საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროში ჰყავთ დაბარებული და აიძულებენ, 23 აგვისტოს დაგეგმილ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკრებულოს თავმჯდომარის, ზაქარია ქინქლაძის გადაყენების საკითხი შეიტანონ.

ეს ინფორმაცია საკრებულოს რამდენიმე წევრმაც დაადასტურა, თუმცა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას ზვიადაური და გამგებელი ბექა ბაიდაური ითხოვენ, მათ გარდა კი დეპუტატების იძულების პროცესს შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, გოგიტა ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა