ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად

ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად

ჯანჯაფილი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მისი არომატი უხდება ნამცხვრებს, ხორცეულს, ლიმონათებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლიზმს. კიდევ ერთი სასარგებლო თვისება, რითაც ჯანჯაფილი, იგივე კოჭა გამოირჩევა, არის შიმშილის გრძნობის დათრგუნვა, რითც გახდომას უწყობს ხელს. თუ ყოველი სადილის წინ, ცოტა ხნით ადრე ჯანჯაფილის ჩაის მიირთმევთ, ნამდვილად შეამცირებთ მოხმარებული საკვების რაოდენობას. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჯანჯაფილის ჩაი სასწაულებს არ ახდენს და ერთბაშად არ გააქრობს ზედმეტ კილოგრამებს. სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია კვების კონტროლი და მავნე პროდუქტებზე უარის თქმა, როგორიცაა გაზიანი სასმელები, ფასტ-ფუდი, მაიონეზი და ა.შ.

გთავაზობთ ჯანჯაფილის ჩაის რამდენიმე რეცეპტს:

უბრალო, მარტივი ჩაი:

1 კოვზ გახეხილ ჯანჯაფილს დაასხით 200 გ წყალი და 7-10 წუთი ადუღეთ. შემდეგ გაწურეთ და დალიეთ ჭამის წინ. შეგიძლიათ მწვანე ან შავი ჩაი დაამატოთ.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს