ნეოფეოდალიზმი ახმეტაში - "ზვიადაური მთელ რაიონს აკონტროლებს"

ნეოფეოდალიზმი ახმეტაში - "ზვიადაური მთელ რაიონს აკონტროლებს"

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახმეტის საკრებულოს წევრები მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ბიუროში რამდენჯერმე დაიბარეს. მათ მოსთხოვეს, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზაქარია ქინქლაძე გადაეყენებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნარკოტიკის აღმოჩენითა და დაპატიმრებით დაემუქრნენ. ზეწოლაში მაჟორიტართან და გამგებელთან, ბექა ბაიდაურთან ერთად, კახეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გოგიტა ღარიბაშვილიც მონაწილეობდა.

ზაქარია ქინქლაძის გადაყენების მოთხოვნით, საკრებულოს კანცელარიაში 12 წევრის განცხადება, 22 აგვისტოს, საკრებულოს ბიუროს სხდომის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე დარეგისტრირდა. თუმცა, სხდომაზე დამსწრე 7 წევრიდან, საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დაყენებას მხარი მხოლოდ ორმა წევრმა დაუჭირა. ქვემო ალვანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი აფთარაულმა განაცხადა, რომ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის წინააღმდეგია. ხოლო დანარჩენმა სამმა ხმა არ ამოიღო, რაც საკრებულოს დებულების თანახმად ნიშნავს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ამჯერად საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვა ჩავარდა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა