"სანამ ჩვენზე არასწორი სტატიების წერას არ შეწყვეტთ, საჯარო ინფორმაციას ვერ მიიღებთ"

"სანამ ჩვენზე არასწორი სტატიების წერას არ შეწყვეტთ, საჯარო ინფორმაციას ვერ მიიღებთ"

2013 წლის 1 ივნისიდან დღემდე მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი, არაერთი წერილობითი განცხადების მიუხედავად, ყაზბეგის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას ვერ იღებს. რასაც გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი მანანა მარსაგიშვილი შემდეგნაირად ხსნის: "სანამ ნორმალურად არ მოიქცევით და ჩვენზე არასწორი სტატიების წერას არ შეწყვეტთ, მანამდე საჯარო ინფორმაციას ვერ მიიღებთ", - აცხადებს მარსაგიშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელმძღვანელობის გაღიზიანება მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ, 21 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას "არაუფლებამოსილი პირები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე" უკავშირდება. სადაც საუბარია იმაზე, რომ 16 აგვისტოს, ყაზბეგში, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ამომრჩეველთან შეხვედრას ადგილობრივი საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, მათ შორის მანანა მარსაგიშვილიც. რაც საქრთველოს კანონმდებლობით იკრძალება - წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი უშუალოდ ასრულებენ სამსახურებრივ ფუნქციებს.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა