10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

10 ადგილი , სადაც უნდა წახვიდეთ... განქორწინების შემდეგ

ერთ-ერთმა უცხოურმა ბლოგმა საკუთარ მკითხველებს განქორწინების თანმდევი სტრესისა და დეპრესიის დაძლევის არცთუ ურიგო ხერხი შესთავაზა. იმისთვის, რომ ადვილად გადაიტანონ განშორებით გამოწვეული ტკივილი, ბლოგის ავტორის მოსაზრებით, საუკეთესო საშუალება მოგზაურობაა, თანაც მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც მეტისმეტად ძვირს არ გადაიხდით, რომ უსიყვარულოდ დარჩენას უფულოდ დარჩენაც არ დაემატოს და ამასთანავე, თვალ და თავშესაქცევსაც ბევრ რამეს ნახავთ.

მეორე მხრივ, თუკი დასვენება ძვირი დაგიჯდებათ, ეს უნდა გიღირდეთ კიდეც... მაშ ასე, ათი საუკეთესო ადგილი განქორწინების სევდის გასაქარვებლად.

1. კოსტა-რიკა - თუკი განქორწინებამ თქვენს ჯიბეს სერიოზული მატერიალური ზარალი მიაყენა, მაშინ აუცილებლად ჯეროვნად შეაფასებთ, რამდენად იაფია სასტუმროები და რესტორანები კოსტა-რიკაზე. გარდა ამისა, ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს ბუნებასთან სიახლოვე - ჯუნგლები, ულამაზესი ტყეები, სანაპიროები თქვენს სულს სალბუნად მოედება.

2. თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ ცოლქმრული უღლიდან გათავისუფლების მძიმე გზის გვლის შემდეგ მდიდრულ დასვენებას იმსახურებთ, მაშინ კარიბის ზღვას უნდა მიაშუროთ, კონკრეტულად კი, ერთ-ერთს, წმინდა ბართლომეს კუნძულს. აქ დასვენება არცთუ იაფი დაგიჯდებათ, თუმცა თქვენს ექსმეუღლეზე ფიქრების მოსაშორებლად იქაური სანაპიროები, სპაპროცედურები, დიდებული რესტორნები ნამდვილად მისწრება იქნება.

3. თუკი თქვენ მარტო მოგზაურობისას თავს მეტად კომფორტულად გრძნობთ, მაშინ ნიუ-იორკი თქვენთვის ყოფილა შექმნილი. არც ერთ ნიუ-იორკელს არ გაუკვირდება ისეთი ადამიანის ნახვა, რომელიც მარტო მგზავრობს, მარტო მიირთმევს რესტორანში, ან სულაც მარტო შოპინგობს. ქალაქში ვიზიტისას არ დაგავიწყდეთ ''ტიფანიში'' შესვლა, სადაც ტრუმენ კეპოტეს გმირი ქალბატონი, რომელსაც არაჩვეულებრივად განასახიერებს ოდრი ჰეფბერნი, ჰოლი მაშინ მიდიოდა, როცა თავს დეპრესიულად გრძნობდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს