სვეტიცხოვლის ეზოში დატყვევებული დათვის ბელი სხვა მონასტერში გადაიყვანეს

სვეტიცხოვლის ეზოში დატყვევებული დათვის ბელი სხვა მონასტერში გადაიყვანეს

სვეტიცხოვლის ეზოში დატყვევებული დათვის ბელი სხვა მონასტერში გადაიყვანეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ განაცხადა. თუმცა სამინისტროში არ დააკონკრეტეს, დათვის ბელი სვეტიცხოვლიდან კონკრეტულად რომელ მონასტერში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სვეტიცხოვლის ეზოში სასულიერო პირებს დათვის ბელი ჯაჭვით დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში ჰყავდათ დაბმული. კანონით გარეული ცხოველების დატყვევება აკრძალულია, მით უფრო დათვი წითელი ნუსხის სახეობაა. მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი მცხეთაში საკითხის შესასწავლად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა