როგორ გგონიათ, მაინც რა არის იღბალი? საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნის ნიჭი თუ უბრალოდ, ქუდბედით დაბადება? იქნებ იღბალი ჩვენ პირად კოსმოგრამაში განლაგებული ასპექტებია, რომელთა სწორად გამოყენების შემთხვევაში ადამიანს საშუალება აქვს ის "მაგიური წრედი" აამუშაოს, რომელსაც მის ცხოვრებაში წარმატების მოტანა შეუძლია. პირველ რიგში, ამ მხრივ "ხელის წაშველება" რუკაში იუპიტერის კარგ პოზიციას და მშვილდოსნის ზოდიაქოს ძლიერ გავლენას შეუძლია. თუმცა ამგვარი კომბინაციები უფრო იღბლის (აზარტულ თამაშებში მოგების ან მემკვიდრეობის მიღების ალბათობა) მომტანად ითვლება, ხოლო წარმატებას, რომელსაც ადამიანი საკუთარი შრომის და შემართების ჯეროვნად დაფასების მერე აღწევს, უკვე მთვარის კვანძების განლაგება განაპირობებს.
1, 4, 7 ან 10 სახლში განლაგებული აღმავალი კვანძი ანუ რახუ, ხშირად მიანიშნებს იმას, რომ ასეთ ადამიანს უპირობოდ ელოდება წინ კარიერული წარმატება. განსაკუთრებით დადებითი ამ მხრივ მაინც მეათე სახლია. რახუს მეათე სახლში განლაგება, ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურაში კარიერის გაკეთების დიდ ალბათობას იძლევა. ხოლო როცა იგივე რახუ მეშვიდე სახლშია განლაგებული, ეს გავლენიანი მფარველისა და მეცენატის არსებობას გვამცნობს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებაში. აღმავალი კვანძის ეს მდებარეობა, განსაკუთრებით პოზიტიურია ისეთი პროფესიის მქონე ხალხისთვის ვისი საქმიანობაც პარტნიორობაზეა დამოკიდებული (მაგ., ექიმი - პაციენტების სიუხვე, ბანკირი - კლიენტების სიუხვე, სტილისტი - ასევე კლიენტების სიუხვე).
აღმავალი კვანძი, მოქმედებს დაახლოებით ისე, როგორც იუპიტერი, ხოლო დაღმავალის მოქმედება სატურნის გავლენას შეესაბამება. უფრო მარტივად რომ ვთქვთ, ორივე მათგანი იღებს წარმატების მიღწევის, პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესში მონაწილეობას, ოღონდ რახუს გავლენა გაცილებით უფრო თვალნათელია, როგორც იუპიტერის, ხოლო ქეთუს გავლენა შედარებით ნელი და ეტაპობრივია სატურნის ციკლის მსგავსად.
ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანებს, რომელთაც დაღმავალი კვანძი 4 სახლში, ხოლო აღმავალი კვანძი 10 სახლში აქვთ განლაგებული, ძალზე ხშირად არ გააჩნიათ გამოხატული და ცხოველური ინტერესი თავბრუდამხვევი კარიერის კეთებისკენ, თუმცა იმდენად რამდენადაც განვლილი ინკარნაციის გზით მათ დაგროვილი აქვთ "შექმნის", "შენების" ნიჭი (რაც ოჯახზე ვრცელდებოდა იმ კონკრეტულ შემთხვევაში), ახალი ინკარნაციის პირობებში ე.წ. "ხალხში გასვლის" მცირედი შასიც კი საკმარისია მათთვის, რომ ეს შენების ინსტინქტი ავტომატურად ჩაირთოს, ოღონდ ამჯერად უკვე კარიერული თვალსაზრისით. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ საუბარი შეეხება დაუზიანებელ მთვარის კვანძებს, კარგი ასპექტაციით.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია