ქმარს ცოლი შიშველი არ უნახავს

ქმარს ცოლი შიშველი არ უნახავს

ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში მცხოვრები 3 შვილის დედა, 32 წლის ბრიტანი გიბონსი აღიარებს, რომ ქმარს შიშველი არასდროს უნახავს. ამის მიზეზი გარეგნობის კომპლექსია, რამაც, ბრიტანის თქმით, ცხოვრებაში ბევრი პრობლემა შეუქმნა.

ამერიკელით გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail დაინტერესდა და მასთან ჩაწერილ ინტერვიუს გაზეთის მთავარი გვერდი დაუთმო. ქალი ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობის ბავშვობიდანვე რცხვენოდა, ყველაზე მეტად კი მაღაზიებაში შოპინგზე წასვლა აშინებდა.

"საშინელებაა, როდესაც სარკეში ჩახედვა გაშინებს. მეუხერხულება ამის თქმა, მაგრამ ჩემს მეუღლეს რამდენიმე წლის განმავლობაში შიშველი არ ვუნახივარ", - ამბობს გიბონსი.

წლების შემდეგ ბრიტანიმ გააცნობიერა, რომ საკუთარი გარეგნობის მიმართ მსგავსი მკაცრი დამოკიდებულებით პირად ცხოვრებას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. ის ყველა ქალს ურჩევს, საკუთარ კონტურებს პატივი სცენ და ცხოვრება არ დაიმახინჯონ. იმის ნიშნად, რომ კომპლექსებისგან გათავისუფლდა, გიბონსმა თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.

"ყველა ქალმა იცის, რა ემართება მის სხეულს მშობიარობის შემდეგ. ბოლო მშობიარობიდან 3 წელი ფორმაში ჩადგომას უშედეგოდ ვცდილობდი. ახლა საკუთარი გარეგნობა აღარ მაღიზიანებს", - ამბობს ის.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს