21-ე საუკუნის მთვარეულები - ადამიანები ძილში მობილურიდან მესიჯებს აგზავნიან

21-ე საუკუნის მთვარეულები - ადამიანები ძილში მობილურიდან მესიჯებს აგზავნიან

თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს გიჟური ცხოვრების რიტმი აქვთ, მაგრამ ფსიქოლოგები დარდობენ, რომ არც ღამე გვძინავს მშვიდად.

ადამიანების დიდი ნაწილი მთელი დღის განმავლობაში მობილურებსა და ინტერნეტზეა დამოკიდებული. თუმცა ექიმ ჯოშ ვებერის კვლევის მიხედვით, არსებობენ ადამიანები, რომლებიც მობილურ ტელეფონს ძილშიც ყენებენ. როგორც ჩანს, 21-ე საუკუნეს თავისი მთვარეულები ჰყავს...

ადამიანები, რომლებსაც მობილური ტელეფონი ღამითაც სასთუმალთან აქვთ, ძილში მესიჯებს აგზავნიან და მეორე დღეს არაფერი ახსოვთ. ექიმ ვებერის 23 წლის პაციენტი მეგანი, რომლის გვარიც გარკვეული მიზეზების გამო არ ვრცელდება, ამბობს, რომ მთელი ღამის განმავლობაში მესიჯობს, მაგრამ მეორე დღეს არაფერი ახსოვს. საკუთარი მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან კი საყვედურის მოსმენა სისტემატურად უწევს, რადგანაც შუაღამისას მიღებული მესიჯები აღვიძებთ.

ფსიქოლოგების თქმით, ამ დროს ადამიანს ღრმად არ სძინავს და მსგავსი მდგომარეობა ტვინის ფუნქციონირებისთვის სახიფათოა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს