რვა წლის ბავშვმა GTA-ს თამაშის შემდეგ ქალი მოკლა

რვა წლის ბავშვმა GTA-ს თამაშის შემდეგ ქალი მოკლა

აშშ-ი, ლუიზიანას შტატში პოლიცია 90 წლის ქალის მკვლელობას იძიებს, რომელიც რვა წლის ბავშვმა ჩაიდინა.

მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე მოზარდი პოპულარულ კომპიუტერულ თამაშ Grand Theft Auto IV-ს თამაშობდა. აშშ-ი ამ თამაშს ასაკბრივი კლასიფიკაცია М აქვს, ანუ განკუთვნოლია 17 წელზე უფროსი ადამიანებისთვის.

ბავშვმა მხცოვანი ქალბატონი იარაღით რამდენიმე ადგილას, მათ შორის თავში დაჭრა. ქალი ბავშვს ნათესავად ერგებოდა და ყურადღბას აქცევდა. უცნობია, როგორ მოხვდა ბავშვის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი.

ასაკის გათვალისწინებით, ბავშვი არ დაუკავებიათ. იგი მშობლებს გადასცეს. პოლიცია განზრახ მკველობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს. მას სისხლის სამართლებრივი სასჯელი არ ელის, ვინაიდან შტატის კანონები სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისმგებლობას პირს მხოლოდ ათი წლის ასაკიდან აკისრებს.

2011 წელს თამაში კალიფორნიაში აკრძალეს, მაგრამ ფედერალური და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აკრძალვა გააუქმდა.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია Fox News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს