მოჩ­ვე­ნე­ბა ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე

მოჩ­ვე­ნე­ბა ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ჯე­რად ნუ­ცუ­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი­ა, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ საცხ­ოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი უც­ნა­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა, თუმ­ცა ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლის­გან თავს იკა­ვებს.

ლა­ლი: შინ ძი­რი­თა­დად მარ­ტო ვარ. მე­უღ­ლე ად­რე გარ­და­მეც­ვა­ლა, შვი­ლე­ბი კი სხვა­გან ცხოვ­რო­ბენ. ერთ სა­ღა­მოს ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რებ­დი, სახ­ლში არა­ვინ იყო, გა­ვი­გო­ნე ნა­ბი­ჯე­ბის ხმა, თით­ქოს ვი­ღაც და­დი­ო­და. ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ მო­მეჩ­ვე­ნა-­მეთ­ქი. მას შემ­დეგ გა­მუდ­მე­ბით ვგრძნობ­დი, რომ სახ­ლში ჩემ­თან ერ­თად ვი­ღაც იყო, მა­ცი­ვარს აღებ­და და კე­ტავ­და, კედ­ლებ­ზე აკა­კუ­ნებ­და, დარ­ბო­და. მე­ში­ნო­და, მაგ­რამ ვერ­სად ვამ­ხელ­დი, ან ვინ და­მი­ჯე­რებ­და? თა­ნაც, მხო­ლოდ მა­შინ ხმა­უ­რობ­და, რო­ცა მარ­ტო ვრჩე­ბო­დი. ­Aარ ვი­ცი, ეს რას და­ვაბ­რა­ლო, მორ­წმუ­ნე ქა­ლი ვარ, მუდ­მი­ვად დავ­დი­ო­დი ეკ­ლე­სი­ა­ში, მაგ­რამ რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნა და კარ­გა ხანს ვე­ღარ მი­ვე­დი ტა­ძარ­ში. სწო­რედ მა­შინ გა­მოჩ­ნდა ჩემს სახ­ლში მოჩ­ვე­ნე­ბა. რა ვი­ცი, სხვას ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ... კარს ჩავ­კე­ტავ­დი და ღია მხვდე­ბო­და. ერ­თხელ ჭურ­ჭე­ლი უნ­და და­მე­რეცხა და კა­რა­და გა­მო­ვა­ლა­გე. გა­რეცხ­ი­ლი ჭურ­ჭე­ლი მა­გი­და­ზე და­ვაწყ­ვე და გა­ზე­თი გა­და­ვა­ფა­რე. მე­ზობ­ლის ქა­ლი, ნა­თე­ლა იყო შე­მო­სუ­ლი და ტკბი­ლე­უ­ლი უნ­და მი­მერ­თმი­ა, ამ დროს და­ვი­ნა­ხე, რო­გორ გა­ი­ა­რა ჭურ­ჭელ­ზე რა­ღაც ლან­დმა და გა­ზეთ­ზე ნაკ­ვა­ლე­ვი და­ტო­ვა. და­ვუ­ძა­ხე ნა­თე­ლას და ეს რომ ვაჩ­ვე­ნე, გა­გიჟ­და. პა­ტა­რა შა­ვი ნაკ­ვა­ლე­ვი იყო, რო­მე­ლიც არც ადა­მი­ა­ნის ნაფეხურს ჰგავ­და და არც ცხო­ვე­ლის თა­თე­ბი­სას. იმ დროს იქ რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, თავს და­ვიმ­შვი­დებ­დი, ალ­ბათ კა­ტა შე­მო­ვი­და-­მეთ­ქი, მაგ­რამ მოჩ­ვე­ნე­ბამ ხომ ჩემ თვალ­წინ გა­და­ი­ა­რა ჭურ­ჭელ­ზე... ცუ­დად გავ­ხდი, წნე­ვამ ამი­წია, გა­მო­ვი­ძა­ხეთ სას­წრა­ფო, რო­ცა გა­მო­ძა­ხე­ბის მი­ზე­ზი ვუთხ­ა­რი, ექი­მებს გა­ე­ცი­ნათ, მაგ­რამ მე ისი­ნი არ მო­მიტყ­უ­ე­ბი­ა... იქ რა­ღა გა­მა­ჩე­რებ­და?! ჩემს ქა­ლიშ­ვილ­თან გა­და­ვე­დი საცხ­ოვ­რებ­ლად.

ერთ დღე­საც დავ­ბრუნ­დი სახ­ლში და რას ვხე­დავ, სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­გი­და­ზე დევს წე­რი­ლი: სად და­დი­ხარ, ლა­ლი?.. ლა­მის ჭკუ­ი­დან გა­და­ვე­დი, და­ვუ­ძა­ხე ნა­თე­ლას, ვაჩ­ვე­ნე ეს წე­რი­ლი, ვკითხ­ე, ჩემს არ­ყოფ­ნა­ში სახ­ლში ვინ­მე ხომ არ შე­მო­სუ­ლა-­მეთ­ქი. მი­პა­სუ­ხა, მხო­ლოდ მე შე­მოვ­დი­ო­დი, რომ მე­ნა­ხა, რა­მე ხომ არ მო­ი­პა­რე­სო. წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და? რო­გორ­მე გა­მო­სა­ვა­ლი უნ­და მე­პო­ვა და და­ვიწყე ეკ­ლე­სი­ა­ში სი­ა­რუ­ლი, მინ­დო­და, სახ­ლშიც ამენ­თო სან­თლე­ბი, მაგ­რამ გა­მი­გო­ნი­ა, თუ მოჩ­ვე­ნე­ბა ეშ­მა­კი­სე­უ­ლი­ა, ამ დროს აგ­რე­სი­უ­ლი ხდე­ბაო და აღარ ავან­თე. ვინ არ მო­დი­ო­და ჩემს სახ­ლში ამ მოვ­ლე­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად და ყვე­ლა გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო. მოჩ­ვე­ნე­ბა არა­ვის აღარ ერი­დე­ბო­და, ხმა­უ­რით და­ა­ბი­ჯებ­და, აღებ­და კა­რა­დას, ვხე­დავ­დი, რო­გორ მიჰ­ქონ­და ოთა­ხის ჩუს­ტე­ბი და მე­რე ისევ აბ­რუ­ნებ­და თა­ვის ად­გილ­ზე, შე­დი­ო­და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში და წყალს უშ­ვებ­და, ალ­ბათ ბა­ნა­ობ­და კი­დეც, მე რა ვი­ცი?! სად არ წა­ვე­დი, ვის არ მივ­მარ­თე, მაგ­რამ არა­ფერ­მა უშ­ვე­ლა. მე­რე შე­ვეჩ­ვიე კი­დეც ამ ყვე­ლა­ფერს... ერ­თხელ ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ვი­ცა­ნი, ბან­კში, პენ­სი­ის რიგ­ში. იმ ქალ­ბა­ტონს შევ­ჩივ­ლე ჩე­მი გა­სა­ჭი­რი და მითხ­რა, ეტყ­ო­ბა "და­მა­ვო­ი" გა­აბ­რა­ზე და ასე იმი­ტომ იქ­ცე­ვა, ახ­ლა უნ­და შე­მო­ი­რი­გო­ო. თურ­მე ყვე­ლა ოჯახს ჰყავს ასე­თი არ­სე­ბა და თუ გაბ­რაზ­და, ძა­ლი­ან სა­ში­ში­ა. მას­წავ­ლა, შინ რომ მიხ­ვალ, და­ე­ლა­პა­რა­კე, მო­ე­ფე­რე, სა­ღა­მოს კი სა­უ­კე­თე­სო თეფ­შით ტკბი­ლე­უ­ლი გა­მო­სა­ჩენ ად­გილ­ზე და­უ­დგი, რამ­დე­ნი­მე დღე ასე მო­ე­ქე­ცი, წყე­ნა გა­და­უვ­ლის და გაქ­რე­ბა­ო. მარ­თლაც, სახ­ლში მის­ვლის­თა­ნა­ვე და­ვე­ლა­პა­რა­კე, მო­ვე­ფე­რე, სა­ხე­ლიც კი შევარ­ქვი - "და­თუ­ჩა" და მივ­ხვდი, რომ დაწყ­ნარ­და. მთე­ლი კვი­რა ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, ვე­ფე­რე­ბო­დი და ყო­ველ­დღე ვუშ­ლი­დი ტკბი­ლე­უ­ლის სუფ­რას. ამ მე­თოდ­მა გა­ა­მარ­თლა და მას შემ­დეგ აღარ შე­ვუ­წუ­ხე­ბი­ვარ. ეტყ­ო­ბა, მარ­თლა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო... 9 თვეა აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, მაგ­რამ პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც ვე­ფე­რე­ბი და ღამ­ღა­მო­ბით ტკბილ რძეს, ნამ­ცხვარს და შო­კო­ლადს ვუ­ტო­ვებ მა­გი­და­ზე.

- ჭამს ტკბი­ლე­ულს?

– არ მი­ნა­ხავს, რა­მე შე­ე­ჭა­მოს, ეტყ­ო­ბა, უბ­რა­ლოდ, ყუ­რადღ­ე­ბა სი­ა­მოვ­ნებს...

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს