გიორგი ნაზღაიძე - ყველას დიდი მადლობა, ვინც დაგვეხმარა და განიცადა ჩვენი პრობლემა

გიორგი ნაზღაიძე - ყველას დიდი მადლობა, ვინც დაგვეხმარა და განიცადა ჩვენი პრობლემა

ტელერადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თურქეთში დაკავებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

"ხალხო, გაგვათავისუფლეს, ღმერთს მადლობააა, ამას არავის ვუსურვებ...

ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდით დაგვიდგა, დაგვეხმარა, განიცადა ჩვენი პრობლემა. ღმერთს მადლობა და თქვენ, თითქმის მშვიდობით ჩაიარა ამ უსამართლობამ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. სახეზე არაფერი არ მჭირს ისეთი, დამშვიდდით, მეგობრებო.

ჩემი და თამუნას სახელით", - წერს ნაზღაიძე.

გუშინ თურქეთში გიორგი ნაზღაიძე და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე დააკავეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაკავებულების მეგობარმა თამუნა ბოჭორიშვილმა აცნობა.

მისი თქმით, ნაზღაიზე და მუსერიძე თურქეთში ერთი დღით იყვნენ გადასულები და ისინი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

"გიორგი და თამუნა დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ უკვე დაკავებულები იყვნენ და მალე სხვაგან გადაიყვანდნენ. როგორც თავად ამბობენ, ამის მიზეზი ის გახდა, რომ საბაჟოზე მათ რიგი არ დაიცვეს. თამუნამ მითხრა, რომ გიორგის ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. თავად მას მანქანა ჩამოართვეს", - განაცხადა დაკავებულების მეგობარმა.

მისივე ინფორმაციით, საქმეში საკონსულო ჩაერთო. როგორც მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ნაზღაიძე და მუსერიძე თურქმა სამართალდამცველებმა შესაბამისი სამართლებრივი ოქმის გაფორმების შემდეგ გაათავისუფლეს. თურქი სამართალდამცველების ინფორმაციით, საზღვარზე მცირე სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს