დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან

დონალდ ტრამპს თაღლითობისთვის უჩივიან

ნიუ-იორკის მთავარმა პროკურორმა ერიკ შნაიდერმანმა ამერიკელი ბიზნესმენის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლო განხილვა დაიწყო. ბრალდების მხარე ტრამპს საგანმანათლებლო დაწესებულება "ტრამპის უნივერსიტეტის" დაარსებაში ადანაშაულებს, რომელიც სტუდენტების შეცდომაში შეყვანის გზით ფულს ათეთრებდა.

სარჩელში ნათქვამია, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ახალგაზრდებს ნათელ და უზრუნველყოფილ მომავალს, პრესტიჟულ საერთაშორისო ორგანიზაციებში სტაჟირებასა და დონალდ ტრამპთან შეხვედრას დაჰპირდნენ. მაგრამ ხარისხიანი საგანმანათლებლო მომსახურების ნაცვლად, უსარგებლო სემინარებზე სიარული უწევდათ, მილიარდერთან შეხვედრაზე კი ყველა სტუდენტს უარი უთხრეს.

"ტრამპის უნივერსიტეტის მასშტაბური სქემა სასწავლო პროცესის ყველა სტადიაზე მუშაობდა. მოსწავლეებს რეალური ფინანსური ზარალი მიაყენეს. ეჭვგარეშეა, საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები ტრამპის თანხმობით მოქმედებდნენ, მის სახელსა და სტატუსს სტუდენტების მოსაზიდად იყენებდნენ", - აცხადებს პროკურორი ერიკ შნაიდერმანი.

პროკურორი ირწმუნება, რომ თაღლითური სქემის მსხვერპლი 5 000-ზე მეტი სტუდენტია. თითოეულმა მათგანმა ტრამპის უნივერსიტეტში სწავლისთვის 35 000 დოლარი გადაიხადა და ძალიან დაბალი ხარისხის განათლება მიიღო.

დონალდ ტრამპის ადვოკატმა ყველა ბრალდება უარყო.

მომზადებულია lifenews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს