ციურიხში სექსისთვის განკუთვნილი "ავტოპარკი" გაიხსნა

ციურიხში სექსისთვის განკუთვნილი "ავტოპარკი" გაიხსნა

ციურიხში 26 აგვისტოს მეძავებისთვის განკუთვილი "ავტოპარკი" ამოქმედდება, ამის შესახებ Suedwest Presse წერს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ  "ღია კარის დღეც" მოაწყო - მსურველებს შეეძლოთ ენახათ, როგორ გამოიყურება წითელი ფანრების ალტერნატიული კვარტალი.

კლიენტებს ახალ მოედანზე მოხვედრა მხოლოდ ავტომობილით შეეძლებათ. ამასთან, მანქანაში მხოლოდ მძღოლი უნდა იჯდეს. თავდაპირველად კლიენტი უნდა მივიდეს ღია გაჩერებებთან, სადაც მეძავები იმყოფებიან და მანქანიდან გადმოუსვლელად უნდა შეათანხმოს ყველა დეტალი. შემდეგ არჩეულ მეძავთან ერთად სპეციალურად "სექსისთვის განკუთვნილ კაბინაში" უნდა წავიდეს.

თითოეულ კაბინაში შესვლა მხოლოდ ერთ ავტომობილს შეუძლია. კაბინა ისეა მოწყობილი, რომ მძღოლის მხარეს კარის გაღება შეუძლებელია. ამასთან, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი თავისუფლად შეძლებს კარის გაღებას. გარდა ამისა, კედელზე განთავსებულია სპეციალური - გამოძახების ღილაკი. აუცილებლობის შემთხვევაში ქალს შეუძლია ღილაკს დააჭიროს და მასთან დაცვა და პოლიცია მივა.

ავტოპარკის ტერიტორიაზე მოწყობილია ტუალეტი და საშხაპე კაბინები. ყოველ კვირას ტერიტორიაზე მივა ექიმი, რომელიც ავტოპარკში მომუშავეებს გამოკვლევას ჩაუტარებს.

ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მეძავების სასარგებლოდ მიიღეს. მათ არ მოუწევთ კლიენტების საძებნად სიარული და უფრო მეტი ადამიანის მომსახურებას შეძლებენ.

თუმცა, თავად მეძავები ამაში დარწმუნებულნი არ არიან. ზოგიერთი იმასაც განიცდის, რომ მანქანაში სექსისთვის საკმარისი სივრცე არ არის.

ახალი "ავტოპარკი" ბიუჯეტის სახსრებით გაკეთდა და ის 2.4 მლნ ფრანკი დაჯდა.

მომზადებულია swp.de-ს მიხედვით

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ: "ავტოსექსისთვის" პოპულარული ადგილები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს