ჭელის მცხოვრებლები: მინარეთის დემონტაჟის დროს 6 ადამიანს უგონოდ სცემეს

ჭელის მცხოვრებლები: მინარეთის დემონტაჟის დროს  6 ადამიანს უგონოდ სცემეს

სოფელ ჭელის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მინარეთის დემონტაჟის დროს, პოლიციამ ადგილობრივები ჯერ სცემა, შემდეგ კი დააკავა. ხალხის დასაშინებლად პოლიციამ გაისროლა კიდეც

ამ წუთებში, ჭელაში, მეჩეთთან ათობით ადამიანია შეკრებილი და ათობით სამარშრუტო ტაქსია მობილიზებული.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ჭელაში მთელი რეგიონის პოლიცია იყო. მათივე თქმით, 6 ადამიანი ძალიან ნაცემია: „ისინი მანქანებში ვერ ჩასხდნენ, ჩადეს, სიკვდილამდე არიან ნაცემი. გასროლაც მოხდა, ხალხის დაშინების მიზნით გაისროლეს, ალყა ჰქონდათ გაკეთებული მინარეთის გარშემო, როცა დემონტაჟი ხდებოდა, ვინც სცადა რომ კორდონი გაერღვია, ყველა სასტიკად ვართ ნაცემი“.

ერთ-ერთ ნაცემს „სამხრეთის კარიბჭეც“ ესუაბრა, მას მხარში კონდახი აქვს ჩარტყმული.

„მასე თუ ადამიანს გაიმეტებდნენ, ვერ წარმომედგინა. 80 წლის ხალხს წიხლები ურტყეს. 2 კაცი იმიტომ აიყვანეს, რომ შეგვაგინაო“, - განუცხადა ”სამხრეთის კარიბჭეს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა