ხაშურში სკოლის დირექტორობის 26 კანდიდატი ჩაიჭრა

ხაშურში სკოლის დირექტორობის 26 კანდიდატი ჩაიჭრა

ხაშურის საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირებისას 26 კანდიდატი ჩაიჭრა. მონაწილეობა სულ 57 პირმა მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ხაშურის განათლების რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ზურაბ ურიადმყოფელმა განუცხადა.

საჯარო სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირება 2013 წლის 21-22 აგვისტოს ჩატარდა. ხაშურის რაიონში 32 საჯარო სკოლაა. განათლების რესურსცენტრში განაცხადეს, რომ ჩაჭრილ კანდიდატებს შორის უმეტესობა მოქმედი დირექტორია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა