ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს

ამერიკელი ქალი ნივთებს მძივებით რთავს

ამერიკელ ლიზა ლუს უცნაური გატაცება აქვს. ის ნივთებსა და ოთახებს მძივებით რთავს. 1991 -1996 წლებში ქალმა თავისი პირველი მხატვრული პროექტი - ”სამზარეულო” განახორციელა.

ლიზამ სამზარეულოს ყველა ნივთი მძივებით მორთო და გასაოცარი მოზაიკური ელფერი შექმნა. მან მთელ ოთახში არსებულ ყველა ნივთს - დაწყებული კედლებიდან, დამთავრებული ჩიფსების პაკეტით, წვრილი მძივები მიამაგრა.

1999 წელს ლიზა ლუმ ახალი პროექტი ”უკანა ეზო” დაიწყო. ამ პროექტისთვის მან 30 მილიონზე მეტი მძივი გამოიყენა. მათი უმეტესობა (250 ათასი) პიკნიკის მაგიდის გარშემო ბალახის შექმნას დასჭირდა.

2013 წელს კი  ლიზამ მორიგი პროექტი - ”ყვავილების ბაღი” წარმოადგინა. ამერიკელის შემოქმედება სან დიეგოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 3 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი.

მხატვარი ამბობს, რომ პროექტების შექმნის დროს მისი შთაგონების წყარო ტრადიციული აფრიკული სამკაული იყო, რომელიც ამ დრომდე პოპულარულია ადგილობრივ კულტურაში.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია fototelegraf.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს