შეცდომები, რომელსაც განქორწინებამდე მივყავართ

შეცდომები, რომელსაც განქორწინებამდე მივყავართ

ხშირად გვსმენია, რომ პარტნიორი შეყვარებულობისას ყურადღებიანი და მზრუნველია, მაგრამ ქორწინებისას რადიკალურად იცვლება. ბავშვები, გადასახადები, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი - ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელსაც თითქმის ყოველი მესამე წყვილი აწყდება. ფსიქოლოგების თქმით, არსებობს შეცდომები, რომელსაც უეჭველ განქორწინებამდე მივყავართ.

- ურთიერთობის დეფიციტი: როგორ წარმოგიდგენიათ ურთიერთობა კომუნიკაციის გარეშე? ყველაზე მეტად ჩხუბში ჩართვა გვიყვარს და ვცდილობთ ბოლო სიტყვა ჩვენ გვეკუთვნოდეს, ეს კი კონფლიქტის გასამწვავებლად საკმარისია. საუბრისას დაუკვირდით სიტყვებს. უმჯობესია, არაფერი თქვათ, რადგან როგორც წესი მოგვიანებით ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვებს ვნანობთ.

- გაგაბედნიეროთ, თქვენი პარტნიორის მოვალეობაა: ეს ასეა, მაგრამ ზედმეტიც ნუ მოგივათ. ხშირად, მეორე ნახევარს მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს ვაკისრებთ. ისეთი წვრილმანები, როგორიცაა საყვარელი ჟურნალის კითხვა, გემრიელი სადილით დანაყრება, თავის მოწესრიგება, საშუალებას მოგცემთ, თავი უკეთ იგრძნოთ და ამასთან, პარტნიორსაც პრეტენზიებით არ გადატვირთავთ.

- თქვენი პარტნიორის წინსვლას ხელი არ შეუშალოთ: როგორც წესი, ცოლების უმეტესობა ერთ წრეზე ტრიალებს. რაღაც ეტაპზე ვხვდებით, რომ ცვლილებების დროა. როდესაც თქვენი პარტნიორი კარიერაში წარმატებას აღწევს და დროთა განმავლობაში იცვლება, ან ვითარდება, მეორე ნახევარს შიში იპყრობს, რომ ქმრის ჩრდილშია. თუმცა, რატომ გავიწყდებათ, რომ მისი წარმატება თავადაც გამოგადგებათ.

მომზადებულია huffingtonpost.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს