ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს

ანგელა მერკელის საწოლში ნარკომანი იპოვეს

კანცლერ ანგელა მერკელის თვითმფრინავში უცხო პირმა შეაღწია. შემთხვევა 25 ივლისს მოხდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემები იუწყებიან.

bild-ი წერს, რომ მამაკაცი 24 წლისაა და მისი სახელია ფოლკან ტ. ის დაკავების დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევა კიოლნი-ბონის აეროპორტის სამთავრობო ნაწილში მოხდა. მამაკაცმა საკონტროლო პუნქტზე განაცხადა, რომ სამხედრო პირი იყო და საშვი სახლში დარჩა, რის შემდეგაც მას ადმინიტრაციამ დროებითი საშვი გადასცა.  ამგვარად, მამაკაცმა შეძლო შეეღწია სამთავრობო თვითმფრინავ Airbus А319-ში.

თვითმფრინავში მამაკაცმა რამდენიმე საათი გაატარა. მოგვიანებით კი თავადვე ჩართო სიგნალიზაცია.

პრესაში წერენ, რომ 24 წლის მამაკაცი კულტურისტია და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაში იმყოფება.

თავად კანცლერი ამ დროს ბაიროითში, მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა. კანცლერის წარმომადგენლები გამოძიების დასრულებამდე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

მომზადებულია bild.de-ს მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს