საინტერესო ფაქტები პურის შესახებ

საინტერესო ფაქტები პურის შესახებ

ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად მიირთმევს პურს - სენდვიჩის სახით, თაფლით, ჯემით, ყველით, ზოგჯერ დესერტის სახითაც კი. ის მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებული პროდუქტია. მაგრამ შეიძლება ბევრი რამ არც კი ვიცით პურზე, რომელსაც ათასწლეულებია მიირთმევენ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში.

მსოფლიოში, ყოველდღიურად, დაახლოებით 9 მილიონი პური იჭმევა. ეს საკმარისია 90 მილიონი ბუტერბროდის გასაკეთებლად.

ყველაზე დიდი პური აკაპულკოს ერთ-ერთ საცხობში, მექსიკაში გამოაცხეს 1996 წელს. პურის სიგრძე 720 მეტრი იყო და იანვარში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოაცხეს.

სენდვიჩი ბუტერბროდის ამ სახეობას გრაფ სენდვიჩის გამო დაერქვა. გრაფი ბანქოს თავგადაკლული მოთამაშე იყო და სწორედ მან მოიფიქრა ხორცის ჩადება ორი პურის ნაჭრის შუა, რათა თამაშისას ხელები არ დასვროდა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს