საზამთრო თუ ნესვი?!

საზამთრო თუ ნესვი?!

საზამთრო - ერთწლიანი სითბოსმოყვარული, ხვიარა მცენარეა, რომელიც სიგრძით 5 მეტრამდე იზრდება. საზამთროს სამშობლოდ სამხრეთ აფრიკა მიიჩნევა, სადაც კალახარის უდაბნოს მიდამოებში იზრდება, როგორც ველური მცენარე. საზამთრომ მიაღწია ეგვიპტის საზღვრებსაც. ფარაონებს, მათივე ანდერძის თანახმად, სიკვდილის მერე განსასვენებელში საზამთროს ატანდნენ "იმ ქვეყნად პირის ჩასაკოკლოზინებლად".

ეგვიპტიდან კი ესტაფეტა ებრაელებმა მიიღეს და საზამთროს კულტურა მეტად პოპულარული გახდა. ისრაელში დღემდე შემორჩა საზამთროსა და მარილიანი ყველის ერთად დაგემოვნების ტრადიცია. ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში რომაელებმა დაიწყეს ამ ბაღჩეული კულტურის ფართოდ გამოყენება როგორც ახალი, ასევე დამარილებული სახით. მისგან მზადდებოდა ცუკატები, წვენის გადადუღების შედეგად კი ხარშავდნენ საზამთროს თაფლსა და ბადაგს.

VIII საუკუნეში ამ "ზოლიანმა, გიგანტურმა კენკრამ" აზიაც დაიპყრო, XIII საუკუნიდან კი ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდოა, რომ საზამთრო საქართველოში სწორედ აზიიდან შემოვიდა. ამაზე მიანიშნებს მისი კუთხური, კერძოდ კი კახური სახელწოდება "ყარფუზი" რომელიც სპარსული წარმოშობისაა. რაც შეეხება უშუალოდ სახელწოდებას "საზამთრო", ერთ-ერთი ვერსიით მას უწოდებენ იმის გამო, რომ საზამთროს შენახვა ზამთრამდეც შეიძლებოდა. როგორც ცნობილია, საზამთროს რბილობი 80-95% სითხისგან შედგება და აქედან გამომდინარე ძლიერ შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს. იგი უნიკალური საშუალებაა ინტოქსიკაციის დროს, ამასთანავე, მდიდარია A, C, B, PP ვიტამინებით, შეიცავს ფრუქტოზას, ეთეროვან ზეთებს, ვაშლმჟავასა და ტუტოვან ნივთიერებებს. საზამთროს თესლში 35% ცხიმია. ყოველივე ამის გამო საზამთრო რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლების დაავადებების დროს. საზამთრო ერთადერთი პროდუქტია, რომელიც რკინის რაოდენობით სალათის ფოთლებსა და ისპანახს არ ჩამორჩება.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს