პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში, პენჯაბის პროვინციაში მცხოვრები 46 წლის ქრისტიანი ქალი, ასია ბიბი მხოლოდ იმიტომ დააპატიმრეს, რომ წყალი იმავე ჭიქიდან დალია, საიდანაც მუსულმანი ქალები სვამდნენ.
5 შვილის დედა ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ამ ინციდენტის გამო მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. ასიამ ციხეში 4 წელი გაატარა და ახლა სასჯელის უმაღლეს ზომას ელის.
პაკისტანის მოსახლეობის 97% მუსულმანია და ქრისტიანების მიმართ მტრული განწყობა აქვთ. მთავრობა ქალის გათავისუფლებაზე უარს ამბობს, რადგანაც ექსტრემისტთა ჯგუფის ხმაურიანი საპროტესტო აქციები არ წყდება. მთავრობის ორი ოფიციალური პირი, რომლებიც ასიას გულშემატკივრობდნენ, მოკლეს. ასია ამბობს, რომ არ იცის, რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა.
"მე, ასია ბიბის სიკვდილი მხოლოდ იმიტომ მომისაჯეს, რომ მწყუროდა. მე პატიმარი ვარ, რადგან იგივე ჭიქა გამოვიყენე, რომელიც მუსულმანმა ქალმა", - ამბობს ის.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.