მარგველაშვილის ბოდიშის და დაპირების მიუხედავად, სწავლა ისევ ბოსელში განახლდება

მარგველაშვილის ბოდიშის და დაპირების მიუხედავად, სწავლა ისევ ბოსელში განახლდება

"პირველ რიგში ბოდიშს გიხდით და მეორე რიგში გარანტიას გაძლევთ, რომ აქ, ახალი თანამედროვე სკოლა აშენდება. მეოცე საუკუნეში და ალბათ, მანამდეც არ ხდებოდა, რომ ბავშვებს ასეთ პირობებში ესწავლათ", - ეს განცხადება განათლების ყოფილმა მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში 2013 წლის 27 მაისს გააკეთა. სამინისტროს ცნობით, 2013 წლის სექტემბრიდან ლამბალოში მოსწავლეებს სწავლა უკვე ახალ, კომფორტულ შენობაში უნდა დაეწყოთ. 16 სექტემბერს, ლამბალოში სწავლა ისევ ბოსელში განახლდება.

ლამბალოს საჯარო სკოლა, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ექვსი წელია კერძო პირებისგან ნაქირავებ სათავსოებში ფუნქციონირებს. მოსწავლეებს გაკვეთილები იმ ოთახებში უტარდებათ, სადაც ადრე ბოსელი იყო. შენობებში ბეტონის იატაკია, კედლები დაბზარული და ნახევრად ჩამონგრეულია.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა