თამარ ჩერგოლეიშვილი - "ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთრებას მოქალაქეთა რომელ ჯგუფს გადასცემს, მისი საქმეა"

თამარ ჩერგოლეიშვილი - "ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთრებას მოქალაქეთა რომელ ჯგუფს გადასცემს, მისი საქმეა"

ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "სამოქალაქო საზოგადოების" მიერ "მე-9 არხის" შეძენის თემას ეხმაურება.

"გუშინ "კავკასიიდან" დამირეკეს და მკითხეს, რა აზრის ვარ "სამოქალაქო საზოგადოების" ინიციატივაზე შეიძინოს მე-9 არხი.

ჩემი პასუხი მოკლედ რომ აღვწერო, ასე გამოიყურებოდა - სამოქალაქო საზოგადოება კომიკურად ხმამაღალი სიტყვაა ადამიანთა ჯგუფისთვის, რომელიც ცდილობს პრემიერი ტელევიზიის მათთვის გადაცემაზე დაითანხმოს, მაგრამ თუ ია ანთაძემ ივანიშვილის ტელევიზიის ხელში ჩაგდება შეძლო, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. ბიძინა ივანიშვილი თავის საკუთრებას მოქალაქეთა რომელ ჯგუფს გადასცემს, მისი საქმეა-მეთქი.

ძალიან ორიგინალური პოზიცია გაქვთო, ასე მითხრა ჟურნალისტმა, არადა მე ძალიან ბანალური მეგონა რასაც ვამბობდი", - წერს ჩერგოლეიშვილი.

"მე-9 არხისა" და "ინფო 9"-ის შესყიდვის მსურველი საინიციატივო ჯგუფების წევრებმა პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვაზე 4500-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. მიმართვას ხელი უკვე მოაწერეს ია ანთაძემ, ვასილ მაღლაფერიძემ, ია მეტრეველმა, ირაკლი კაკბაძემ, ლაშა ჩხარტიშვილმა და ასევე სხვა პირებმა. სულ მიმართვას სიმბოლურად ხელს აწერს 23 ადამიანი. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ია ანთაძის განცხადებით, მიმართვის ტექსტზე ეს ხელმოწერები ფორმალურია, სოციალურ ქსელში საინიციატივო ჯგუფის მიმართვას 4500-ზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ადამიანები მზად არიან შეისყიდონ "მე-9 არხი" და "ინფო 9. იდეის ინიციატორის ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, ტელეკომპანია სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდება, ამისათვის კი საჭიროა საინიციატივო ჯგუფის მიმართვასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა თანხაც დაასახელოს.

ამასთან, მიმართვის ტექსტში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი "მე-9 არხის" დახურვასთან დაკავშირებით დემოკრატიისკენ გადაგმული ნაბიჯია. საინისციატივო ჯგუფის წევრებმა მიიღეს გადაწყევტილება შექმნან სააქციო საზოგადოება და თხოვენ პრემიერს მიყიდონ "მე-9 არხი". ტელეკომანია ფორმისა და შინაარსით საზოგადოებრივი გახდება და დაზღვეული იქნება პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

ინიციატივის ავტორები იმედს გამოთქვავენ, რომ პრემიერი გამონახავს დროს და პირადად შეხვდება ან მისი წარმომადგენლის მეშვეობით გადაწყვეტილებას და პირობებს აცნობებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს