ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს

ეგ­ზო­ტი­კუ­რი ბიზ­ნე­სის კრა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­ში - სი­რაქ­ლე­მე­ბი და ბა­ყა­ყე­ბი "გაქ­რნენ", ნი­ან­გებ­მა ჰა­ვა ვერ აი­ტა­ნეს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კურ ბიზ­ნესს ბე­დი ნამ­დვი­ლად არ სწყა­ლობს. უკა­ნას­კნე­ლი ათი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის მო­შე­ნე­ბის ყვე­ლა მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოდ დას­რულ­და. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ყა­ყე­ბი­სა და ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და­იწყ­ეს, ამას სკეპ­ტი­კოს­თა ცხა­რე ქი­ლი­კი და კა­მა­თი მოჰ­ყვა. მარ­თა­ლი­ა, "ქარ­თულ ბა­ყა­ყებს" სე­რი­ო­ზუ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავ­და საფ­რან­გე­თის სა­ხით, მაგ­რამ 2011 წელს მა­თი ექ­სპორ­ტი შეწყ­და. ამაო გა­მოდ­გა ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბის მცდე­ლო­ბაც: ზუგ­დიდ­თან ახ­ლოს, სო­ფელ ცა­იშ­ში, ნი­ან­გე­ბის ფერ­მის და­არ­სე­ბი­სათ­ვის 12 000 ევ­რო ჩა­ი­დო და ავ­სტრა­ლი­ი­დან ნი­ან­გე­ბიც ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მათ­ზე ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და და 4 კვერ­ცხი­დან 4 ნი­ან­გი გა­მო­ი­ჩე­კა, თუმ­ცა ორი მათ­გა­ნი მა­ლე­ვე მოკ­ვდა. ითქვა, სო­ფელ ცა­იშ­ში არ­სე­ბუ­ლი თერ­მუ­ლი წყლე­ბი გო­გირდს შე­ი­ცავს, რაც ნი­ან­გე­ბის ზრდის პრო­ცესს ხელს უშ­ლი­სო... იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ ვერ ყვავის სა­ქარ­თვე­ლო­ში ეგ­ზო­ტი­კუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ბიზ­ნე­სი, ეკო­ნო­მი­კის ექ­სპერ­ტი ვა­ჟა ბე­რი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- შე­გახ­სე­ნებთ, რომ სი­რაქ­ლე­მას ხორ­ციც და კვერ­ცხიც მთელ მსოფ­ლი­ო­ში დე­ლი­კა­ტე­სად არის მიჩ­ნე­უ­ლი და ეს პრო­დუქ­ტი ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი სი­რაქ­ლე­მებს არ გა­უ­მარ­თლათ. ალ­ბათ ბევ­რმა არც იცის, რომ ათი­ო­დე წლის წინ მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ თე­ლეთ­ში, სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლებ­მა აფ­რი­კუ­ლი წარ­მო­შო­ბის სი­რაქ­ლე­მე­ბი ვერ მი­ი­ღეს.

სწო­რედ ამი­ტომ, სუ­ლაც არ არის საკ­მა­რი­სი აწარ­მოო მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე მოთხ­ოვ­ნა­დი და პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ა, თუ არა გაქვს აწყ­ო­ბი­ლი გა­სა­ღე­ბის სის­ტე­მა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ასე­თი ბიზ­ნე­სი პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბა და ად­რე თუ გვი­ან იხუ­რე­ბა. ასე და­ე­მარ­თა მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ონ­ში არ­სე­ბულ სი­რაქ­ლე­მე­ბის ფერ­მა­საც, იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის სხვა სა­ხე­ო­ბებ­ზე, რო­გო­რიც არის უცხ­ო­ე­თის ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში დე­ლი­კა­ტე­სად მიჩ­ნე­უ­ლი ბა­ყა­ყის ხორ­ცი, მით უმე­ტეს, რომ ამ­ბობ­დნენ, ქარ­თუ­ლი ბა­ყა­ყი გა­ცი­ლე­ბით გემ­რი­ე­ლია ფრან­გულთან შე­და­რე­ბი­თო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ საფ­რან­გეთ­ში ეს ხორ­ცი დე­ლი­კა­ტე­სად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ მას სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ, ამი­ტომ მის მწარ­მო­ებ­ლებს ძი­რი­თა­დად უცხ­ო­უ­რი ბაზ­რის იმე­დი უნ­და ჰქო­ნო­დათ, რა­მაც არ გა­ა­მარ­თლა. ეგ­ზო­ტი­კუ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის მო­შე­ნე­ბა­ში ცუ­დი არა­ფე­რი­ა, თუ ეს ბიზ­ნე­სი ზი­ანს არ მი­ა­ყე­ნებს ჩვენს ეკო­სის­ტე­მას და სა­ხი­ფა­თო არ იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ან ად­გი­ლობ­რი­ვი კულ­ტუ­რე­ბის­თვის. ასე მა­გა­ლი­თად, ალ­ვა­ნის ველ­ზე ზე­თის­ხი­ლი მო­ა­შე­ნეს, ზე­თის­ხი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არა­ვის არა­ფე­რი აქვს, მაგ­რამ მის მო­სა­შე­ნებ­ლად სა­ძოვ­რე­ბი და­ი­კა­ვეს, რი­თაც ალ­ვა­ნე­ლე­ბის ტრა­დი­ცი­ულ დარგს, მეცხ­ო­ვე­ლე­ო­ბას, ზი­ა­ნი მი­ად­გა. რო­გორც გითხ­ა­რით, ზე­თის­ხი­ლის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვი­ნა­ა, მაგ­რამ რა­ღაც ახ­ლის შე­მო­ღე­ბით ად­გი­ლობ­რი­ვ, ტრა­დი­ცი­ულ კულ­ტუ­რებს ზი­ა­ნი არ უნ­და მი­ად­გეს.

- ბა­ტო­ნო ვა­ჟა, უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ ძნე­ლია ხინ­კლი­სა და ხა­ჭა­პუ­რის შემ­დეგ ადა­მი­ან­მა ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი მი­ირ­თვას.

- დი­ახ, ასე­ა. რო­გორც ჩანს, ქარ­თვე­ლე­ბი ვერ ეგუ­ე­ბი­ან მათ­თვის უცხო რა­ცი­ონს და ისეთ საკ­ვებს, რო­გო­რიც ბა­ყა­ყის ან სი­რაქ­ლე­მას ხორ­ცი­ა, მხო­ლოდ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი და ეგ­ზო­ტი­კუ­რი საკ­ვე­ბის მოყ­ვა­რულ­ნი მი­ირ­თმე­ვენ.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ანგს, ძნელი სათ­ქმე­ლია, რამ­დე­ნად იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბა და დამ­კვიდ­რე­ბა. მთა­ვა­რი კი მა­ინც ის არის, თუ რამ­დე­ნად მო­მ­გე­ბი­ა­ნი და უსაფ­რთხოა ესა თუ ის ბიზ­ნ­ე­სი, ამი­ტომ, ყვ­ე­ლა­ფერს წი­ნას­წა­რი ანა­ლი­ზი და სე­რი­ო­ზუ­ლი გათ­ვლე­ბი სჭირ­დე­ბა. მარ­თა­ლი­ა, ქარ­თვე­ლებს ავან­ტი­უ­რა გვი­ყ­ვარს, მაგ­რამ ნი­ან­გე­ბის მო­შე­ნე­ბამ მა­ინც არ გა­ა­მარ­თლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ავან­ტი­უ­რაც იყო, მუც­ლით მეზღ­აპ­რე­ო­ბაც, მუ­ცელ­ღმერ­თო­ბაც და კი­დევ ბევ­რი სხვა რამ…

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს