ქმარმა ცოლს 56 წლის მანძილზე 55 000 კაბა აჩუქა

ქმარმა ცოლს 56 წლის მანძილზე 55 000 კაბა აჩუქა

კალიფორნიაში მცხოვრებმა პოლ ბროკმანმა საყვარელ მეუღლეს, მარგოს 56 წლის მანძილზე 55 000 კაბა აჩუქა.

პოლი ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა. ახალგაზრდობაში წყვილი ყოველ კვირა დღეს ცეკვის სტუდიაში მიდიოდა. იმისთვის, რომ მარგოს სტუდიაში ყოველ კვირა დღეს ახალი კაბა ჩაეცვა, პოლი მეუღლისთვის საცეკვაო კოსტუმს ყიდულობდა. 1988 წელს მარგოს ტანსაცმლის კარადაში უკვე 26 000 კაბა ჰქონდა. მარგოს შოპინგი არ უყვარს და ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ქმრის გემოვნებას სრულიად ენდობა.

"ბედნიერი ქალი ვარ. გვერდით მყავს პარტნიორი, რომელიც ჩემზე ზრუნავს და მაბედნიერებს", - ამბობს მარგო.

პოლის თქმით, მარგოს კოლექციაში ყველაზე ძვირადღირებული კაბა 300 დოლარიანია. 55 000 კაბიდან ზოგიერთი მარგოს არასდროს ჩაუცვამს.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს