"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"

"ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან"

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ლევან ვარშალომიძეს კანონის დარღვევაში, გიგა ბოკერიას კი რელიგიური შუღლის გაღვივებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კაკაბაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს.

"ძალიან საინტერესოა, რატომ შეუწყო ხელი უკანონობას ლევან ვარშალომიძემ და რატომ აღვივებენ რელიგიურ შუღლს საქართველოში “თავისუფლების ინსტიტუტის" წარმომადგენლები? როდის უნდა დაისვას ეს საკითხი გულახდილად? არა აქვს ამ ხალხს არც კანონის დარღვევის უფლება და არც რელიგიური შუღლის გაღვივების უფლება. არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ინციდენტის უკან გიგა ბოკერიაც დგასო. უპასუხოს ამ კითხვებს ამ უსინდისო პროვოკატორმა. რატომ აღვივებს რელიგიურ შუღლს მთელი ცხოვრების განმავლობაში ეს ადამიანი და მისი მეგობრები? სხვა საქმე ვერ მონახეს?...

ყველა ორგანიზაცია ვალდებულია კანონი დაიცვას. ლევან ვარშალომიძემ დარეკა და ხელი შეუწყო კანონის დარღვევას, როდესაც მინარეთის მაგივრად "კონსტრუქცია" ჩააწერინა. იაკობი თვითონ მონაწილეობს ამ დიალოგში და მუსლიმმა ლიდერებმაც კმაყოფილება გამოხატეს. ახლა არ გვინდა გრძნობებზე თამაში - ვისაც რელიგიური ომის გაღვივება უნდა - ის ქვეყნის მტერია...

ბოკერია და თავისუფლების ინსტიტუტის ხალხი დგას პროვოკატორების უკან. უკვე ასახელებენ სამთაწყაროშიც თავისუფლების ინსტიტუტის წევრებს, რომლებიც ჩადიან და ცეცხლზე ნავთს ასხამენ. ეს არიან პროვოკატორები. მინარეთი კანონის დარღვევისთვის აიღეს. ზედმეტი ღირებულების გადასახადი და საბაჟო დეკლარაციაში ლევან ვარშალომიძის დარეკვით ტყუილი - "კონსტრუქცია" - იყო კანონდარღვევა...

სრულიად სასაცილოა - სატირალი რომ არ იყოს, რომ მუსლიმების უფლებებს "ვითომ" იცავენ ის ისლამოფობები, რომლებიც ტაშით შეეგებნენ ამერიკის აგრესიას ერაყში და ასეულ ათასობით მუსლიმი ბავშვის და ქალის ამოხოცვას ერაყსა და ავღანეთში, რომელიც დღესაც არ გაჩერებულა. ეს არის ფარისევლობის პიკი. გიგა ბოკერიას არანაირი უფლება არ აქვს რომ დაიცვას მუსლიმები, რადგან მათს ჟლეტვაში აქვს მონაწილეობა მიღებული - და თანაც აქტიური...

თავისუფლების ინსტიტუტი ის დამნაშავე ორგანიზაციაა, რომელიც მუსლიმების გენოციდს მიესალმებოდა 2003 წლიდან და ამაში მონაწილეობისთვის ხალხს აგულიანებდა. ამერიკაში რომ ყურანი დაწვა, სწორედ იმ პასტორის მომხრეები არიან თავისუფლების ინსტიტუტის წევრები - იმ პარტიას თანაუგრძნობენ და მუსლიმების უფლებები სულაც არ ადარდებთ. ეს არის ფარისევლობა და კონფლიქტის გაღვივების მცდელობა...

საქართველოში არასდროს ყოფილა ზიზღი - ზიზღს აყალიბებენ გარკვეული ავანტიურისტი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ არიონ სიტუაცია და დაარღვიონ მშვიდობა და მოსახლეობას კონფლიქტზე აგულიანებენ. მუსლიმების დაცვა თუ უნდოდათ არ უნდა მოეკლათ ჩეჩნები ლაფანყურში...

რატომ არ მესმის თავისუფლების ინსტიტუტის ხალხისაგან დიალოგის სურვილი? რელიგიური მოღვაწეები ერთმანეთში საუბრობენ და მიშისტი პროვოკატორები ცდილობენ ომი დააყწებინონ ხალხს და ბართლომეს ღამე მოაწყონ. ეს არის უბედურება. არ შეიძლება ცეცხლზე ნავთის დასხმა და ამ მგრძნობიარე თემებით სპეკულირება - ეს უბედურებას მოგვიტანს. კონფლიქტის მოგვარება პროვოცირებით და ლანძღვა გინებით არ ხდება. თავისუფლების ინსტიტუტის საკითხი უნდა დაისვას სერიოზულად...

ვინც ამაზე ამახვილებს ყურადღებას დღეს - ისიც თავისდაუნებურად წამქეზებელია - პირიქით ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ რელიგიებს შორის კარგ ურთიერთობებზე და არა პროვოკაციებზე. სამთაწყაროში ასახელებენ უკვე კონკრეტულ პიროვნებებს ვინც პროვოკატორობენ და გიგა ბოკერიას მე კარგად ვიცნობ, მთელი ცხოვრება რელიგიური პროვოკატორია. მეტი საქმე არა აქვს. და ახლა ძალიან ცუდ საქმეს აკეთებს ვარშალომიძესთან ერთად. მერაბიშვილი არაფერ შუაშია აქ...

შვეიცარიაში რეფერენდუმიც იყო. ნიუ იორკში მოსახლეობა გამოვიდა დიდი რაოდენობით მინარეთების წინააღმდეგ. მოძღვარმა ფლორიდაში ყურანი დაწვა. ვის ასწავლიან ეგენი? კუ-კლუქს-კლანი ყავთ ჯერ და მუსლიმებს ხოცავენ. ბრეივიკის პატრონებმა საკუთარ ტოლერანტობას მიხედონ. და ჯორჯ ბუშის პატრონებმა - ასეულ ათასობით უდანაშაულო მუსლიმი გაწყვიტეს - და კიდევ ვის უნდა ასწავლონ ჭკუა ამ "ტოლერანტმა ფარისევლებმა". ნავთობი რომ სჭირდებათ ხოცავენ ნახევარ დუნიას და ახლა ერთი მინარეთის ამბავზე ტეხენ ამბავს...

ეგვიპტეში ქრისტიანულ ეკლესიებს არბევენ და მთავრობა ამაზე რეაქციას არ აკეთებს. განცხადება არის სრულიად ფარისევლური, როდესაც ვლაპარაკობთ კანონის დარღვევაზე - მაშინ გლდანის ეკლესიის დარბევაზე არ მახსოვს მაგ ორგანიზაციების იგივე რეაქცია - არც ბათუმის ეკლესიის დანგრევაზე. კანონი დაირღვა და აღსრულდა. სხვა საკითხია რამდენად მგრძნობიარედ - მაგრამ ამ ორგანიზაციების ტყუილების არავის სჯერა - გარდა პატარა უმცირესობისა. ყველა მათგანი სააკაშვილს ყოველ წელს უფორმებდა გაყალბებებს", - წერს კაკაბაძე.

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი რამდენიმე დღის წინ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა.

გუშინ კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ. ერთობლივი განცხადების თანახმად, საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით.

ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: "მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს