კახეთში ყურძენს 73 საწარმო ჩაიბარებს, ფასი 1 ლარიდან დაიწყება

კახეთში ყურძენს 73 საწარმო ჩაიბარებს, ფასი 1 ლარიდან დაიწყება

დედოფლისწყაროს რაიონის საზღვრისპირა სოფლებში, სადაც ყურძენი ყველაზე ადრე მწიფდება, რთველი უკვე დაიწყო. 10 სექტემბრიდან ყურძნის მოკრეფას სიღნაღის და შემდეგ გურჯაანის რაიონებშიც დაიწყებენ. რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ყურძენს კახეთში 73 საწარმო ჩაიბარებს და მინიმალური ფასი 1 ლარი იქნება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ლარის და 1 ლარის ზემოთ ყურძნის შესყიდვის (რქაწითელი, მწვანე კახური, საფერავი) შემთხვევაში, სახელმწიფო ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, თანხით, პირდაპირი გადახდის წესით უზრუნველყოფს. სუბსიდიის პროგრამაში მეწარმეები ნებაყოფლობით ჩაერთვებიან, ყოველგვარი ვაუჩერის გარეშე. სუბსიდირების თანხა 1 კგ. რქაწითელსა და მწვანე კახურზე, 40 თეთრს შეადგენს, ხოლო საფერავის შემთხვევაში 25 თეთრის ოდენობით განისაზღვრება; სუბსიდირების პროგრამა მარტო კახეთის რეგიონს ეხება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა