დე­პუ­ტატ­მა მი­წის­ძვრი­სა და დი­ვერ­სი­ის­გან დამ­ცა­ვი სის­ტე­მა გა­მო­ი­გო­ნა

დე­პუ­ტატ­მა მი­წის­ძვრი­სა და დი­ვერ­სი­ის­გან დამ­ცა­ვი სის­ტე­მა გა­მო­ი­გო­ნა

ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მორ­თვი­სა და ხე­ლა­ხა­ლი ჩარ­თვის ან წნე­ვის ვარ­დნით გა­მოწ­ვე­უ­ლი გა­ჟონ­ვი­სა თუ აფეთ­ქე­ბის მსხვერ­პლთა რიცხ­ვი ბო­ლო წლებ­ში საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და, ­სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ასე­ვე ცხა­რე კა­მა­თია ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნე­ბის და­ბურ­ვის გარ­შე­მო. ინ­ჟი­ნერ­-მე­ქა­ნი­კო­სის, პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძის გა­მო­გო­ნე­ბე­ბი, რო­მელ­ზეც ის ძმას­თან, ელექ­ტრო­ინ­ჟი­ნერ ნო­დარ მა­ი­სუ­რა­ძეს­თან ერ­თად მუ­შა­ობს, სწო­რედ ამ აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ებს ეხე­ბა.

- წყლი­სა და გა­ზის ავა­რი­უ­ლი ჩამ­კე­ტი სის­ტე­მას რო­ცა გინ­და, კე­ტავს და რო­ცა გინ­და - აღებს. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ონ­კა­ნის ნაც­ვლად მონ­ტაჟ­დე­ბა და და­მა­ტე­ბი­თი ფუნ­ქცი­აც აქვს - ავა­რი­უ­ლი ჩამ­კე­ტი­ა, აქვს უკუ­სარ­ქვე­ლი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ერთ მოწყ­ო­ბი­ლო­ბა­ში­ა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ამ ფუნ­ქცი­ას ას­რუ­ლებს. მოწყ­ო­ბი­ლო­ბა წყლის მი­ლის ავა­რი­უ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სახლს დატ­ბორ­ვის­გან იცავს, არც მე­ზო­ბელ­თან ჩა­ვა წყა­ლი... ასე­ვე, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის წნე­ვის და­ცე­მის ან ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი გა­მორ­თვის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა ოჯახს ემუქ­რე­ბა საფ­რთხე, ასეა დი­ვერ­სი­ის შემ­თხვე­ვა­შიც, მით უმე­ტეს, რომ ჩვენ­თან მი­ლე­ბი ყველ­გან ღია სივ­რცე­ში გა­დის და ად­ვი­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი­ა, ბო­როტ­მოქ­მედ­მა, შე­საძ­ლო­ა, ღა­მით კი­ბე მი­ად­გას და ვენ­ტი­ლი თუნ­დაც რამ­დე­ნი­მე წა­მით და­კე­ტოს, მე­რე კი გა­ა­ღოს; მო­სახ­ლე­ო­ბის ის ნა­წი­ლი, ვინც ამ დროს გა­ზით სარ­გებ­ლობს, თვი­თონ კი ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს, საფ­რთხის წი­ნა­შე­ა, - გა­ზი ჩაქ­რე­ბა, მე­რე ისევ აღ­დგე­ბა მი­წო­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში შუ­ქის ან­თე­ბის­თა­ნა­ვე აფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლი­ა. ჩვე­ნი მოწყ­ო­ბი­ლო­ბით კი, მი­წის­ძვრის ან სხვა ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფის დროს, თუ მი­ლი გას­კდა, მთე­ლი სის­ტე­მა ავ­ტო­მა­ტუ­რად იკე­ტე­ბა. თუ წყა­ლი ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად გა­მო­ირ­თვე­ბა, სახ­ლში ყვე­ლა ონ­კა­ნი ღი­აც რომ იყოს, წყლის მო­წო­დე­ბის აღ­დგე­ნის­თა­ნა­ვე, ერ­თი წვე­თიც არ გა­მო­ჟო­ნავს, რად­გან სა­ნამ მე­პატ­რო­ნე თვი­თონ არ გახ­სნის სის­ტე­მას, ის არ გა­ნიბ­ლო­კე­ბა. თუ ონ­კა­ნი ღია დაგ­რჩათ, ეს ჩამ­კე­ტი ღა­მის სა­ა­თებ­ში წყლის გა­ჟონ­ვის­გან თა­ვის დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც არის.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­თვა­დი გამ­ჭვირ­ვა­ლ­ო­ბის მი­ნას, ამ ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ყველ­გან, სა­დაც ჩა­მუ­ქე­ბუ­ლი მი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა: ავ­ტოტ­რან­სპორ­ტში, სახ­ლებ­ში, აგა­რა­კებ­ზე... ახ­ლა არ­სე­ბობს კომ­პა­ნია "სე­ინ­თ-გო­ბე­ი­ნის" (Saint-Gobain) მი­ნა, სის­ტე­მა, რო­მე­ლიც 110 ვოლ­ტზე მუ­შა­ობს, საკ­მაო ენერ­გო­და­ნა­ხარჯს (24 ვა­ტი) ითხ­ოვს და რაც მთა­ვა­რი­ა, მხო­ლოდ ორ პო­ზი­ცი­ა­ზეა გათ­ვლი­ლი: მთლი­ა­ნად ჩა­მუ­ქე­ბუ­ლი ან გამ­ჭვირ­ვა­ლე. ჩვე­ნი მარ­თვა­დი გამ­ჭვირ­ვა­ლ­ო­ბის მი­ნა კი მზის ენერ­გი­ა­ზე მუ­შა­ობს, მიკ­რო­დე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­მო გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს და გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბის მთელ სპექტრს არე­გუ­ლი­რებს - სრუ­ლი გამ­ჭვირ­ვა­ლო­ბი­დან სრულ ჩა­მუ­ქე­ბამ­დე, ანუ მე­პატ­რო­ნის სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით. ასე­თი მი­ნა შე­გიძ­ლი­ა, ფარ­და­სა­ვით გა­მო­ი­ყე­ნო: მზე გა­წუ­ხებს - ჩა­აბ­ნე­ლო, მე­ტი სი­ნათ­ლე გინდა - ოდ­ნავ გა­ა­ღი­ა­ო.. ახ­ლან­დელ და­ბუ­რულ მი­ნას კი მხო­ლოდ ერ­თი პო­ზი­ცია აქვს და ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც სახ­ლებ­ში ასე­თი მი­ნა აქვთ, დი­ლით სა­ათ­-ნა­ხევ­რით ად­რე ან­თე­ბენ შუქს, ღა­მი­თაც - ორი სა­ა­თით ად­რე, მარ­თვა­დი მი­ნა კი შე­გიძ­ლი­ა, ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გა­და­იყ­ვა­ნო და რაც უფ­რო ნაკ­ლე­ბად ანა­თებს მზე, თა­ვი­სით გა­ღი­ავ­დე­ბა..

- მან­ქა­ნის მი­ნე­ბის და­ბურ­ვის სა­კითხი სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად რე­გუ­ლირ­დე­ბა.

- ჩვენ­თან წი­ნა სა­ქა­რე მი­ნის და­მუ­ქე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, უკა­ნა მი­ნებ­ზე კი შეზღ­უდ­ვა არ არის, გვერ­დით­ზე - ნა­წი­ლობ­რი­ვი. და თუ ჩვენს სის­ტე­მას ჩა­ა­მონ­ტა­ჟებ მან­ქა­ნის ბორ­ტ-კომ­პი­უ­ტერ­ში, იმის მი­ხედ­ვით, რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში ხარ მან­ქა­ნით, მი­ნა იმ დო­ნე­ზე იქ­ნე­ბა გამ­ჭვირ­ვა­ლე, იმ ელ­ფერს შე­ი­ძენს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნა­შია დაშ­ვე­ბუ­ლი; ზოგ ქვე­ყა­ნა­ში წი­ნა გვერ­დით მი­ნებ­ზე სხვა შეზღ­უდ­ვა­ა, უკა­ნა­ზე - სხვა და ა.შ.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს