რა­ტომ შემ­ცირ­და თხი­ლის ფა­სი

რა­ტომ შემ­ცირ­და თხი­ლის ფა­სი

ზაფ­ხუ­ლო­ბით და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ, გუ­რი­ა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში, თხი­ლის სე­ზო­ნი იწყ­ე­ბა. ენაკ­ვი­მა­ტი გუ­რუ­ლე­ბი ამ პრო­ცესს "თხი­ლის ცი­ებ­-ცხე­ლე­ბა­საც" უწო­დე­ბენ. რა­ტომ ცი­ებ­-ცხე­ლე­ბას? - ახ­ლა­ვე აგიხ­სნით: ჩა­მოც­ვე­ნი­ლი თხი­ლი სას­წრა­ფოდ უნ­და მოგ­როვ­დეს იმი­ტომ, რომ წვი­მა მო­სა­ვალს აშა­ვებს და აფუ­ჭებს, უხა­რის­ხო თხილს კი არც ერ­თი ქარ­ხა­ნა არ მი­ი­ღებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლის წარ­მო­ე­ბა საკ­მა­ოდ პერ­სპექ­ტი­უ­ლი საქ­მე­ა, ქარ­თუ­ლი თხი­ლიც ძა­ლი­ან მოს­წონთ ევ­რო­პა­ში რო­გორც გე­მოს, ასე­ვე მა­ღა­ლი ცხი­მი­ა­ნო­ბის გა­მო. თუმცა უხ­ვი მო­სავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ფერ­მე­რებს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვთ. აი, რას ამ­ბობს ქალ­ბა­ტო­ნი და­ლი სი­ხა­რუ­ლი­ძე, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით მცი­რე მე­ურ­ნე­ო­ბის მფლო­ბე­ლი­ა, თუმ­ცა ტექ­ნი­კის უქონ­ლო­ბის გა­მო მი­სი მოვ­ლა ძა­ლი­ან უჭირს:

- ვი­ნა­ი­დან მუ­შა­ხე­ლის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა გვაქვს, ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­მო­უ­კი­დებ­ლად ვაგ­რო­ვებთ ამ­ხე­ლა მო­სა­ვალს. წელს ძა­ლი­ან კარ­გი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და, მაგ­რამ საკ­მა­რი­სია იწ­ვი­მოს და თხი­ლი ფუჭ­დე­ბა. მე­ო­რე პრობ­ლე­მა უკ­ვე აკ­რე­ფი­ლი თხი­ლის დარ­ჩე­ვა­ა, რა­საც ასე­ვე დრო სჭირ­დე­ბა. არ­სე­ბობს თხი­ლის სარ­ჩე­ვი და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც შრო­მას გაგ­ვი­ად­ვი­ლებ­და, მაგ­რამ ის ჩვენს სო­ფელ­ში მხო­ლოდ ერთ ოჯახს აქვს. ასე რომ, პრობ­ლე­მე­ბი თავ­საყ­რე­ლად გვაქვს. ერთ კი­ლოგ­რამ თხილს 1,80 თეთ­რად ვა­ბა­რებთ, რად­გან ჩვე­ნი თხი­ლი შე­და­რე­ბით მცი­რე ზო­მი­სა­ა, თუმ­ცა, გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ კარ­გი მოვ­ლის შემ­თხვე­ვა­ში უკე­თე­სი მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნაც შე­იძ­ლე­ბა და შე­მო­სავ­ლის გაზ­რდაც. რო­გორც ვი­ცი, ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხის თხი­ლი ზოგან წელს სა­მი ლა­რიც კი ღირს.

ბეგ­ლარ სი­ო­რი­ძე - "თხი­ლის სა­ექ­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

- ჩვე­ნი კომ­პა­ნია თხილს 2,40 ლა­რად იბა­რებს. წელს დი­დი მო­სა­ვა­ლი მო­ვი­და და თხი­ლის ფა­სიც შემ­ცირ­და ჭარ­ბი მო­სავ­ლის გა­მო. ქარ­თუ­ლი თხი­ლი სა­უ­კე­თე­სო­ა, თუმ­ცა ამ მხრივ თურ­ქეთს მა­ინც ვერ მი­ვედ­რე­ბით. ჯერ ერ­თი, იმით გვჯობ­ნი­ან, რომ უკ­ვე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კუ­ნეა თხი­ლი მოჰ­ყავთ და მი­სი მოვ­ლაც კარ­გად იცი­ან. ჩვენს გლე­ხებს კი ჰგო­ნი­ათ, რომ თხილს მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კარ­გი მო­სა­ვა­ლი რომ მი­ი­ღო, თხილს და­ბარ­ვაც უნ­და, გას­ხვლაც და სა­სუ­ქის შე­ტა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლო­ში თხი­ლის წარ­მო­ე­ბა რომ გან­ვი­თარ­დეს, USAID-მა და­ა­ფი­ნან­სა პრო­ექ­ტი სა­ხელ­წო­დე­ბით - "ე­კო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა". ამ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე ათა­სი ფერ­მე­რი უკ­ვე გა­დამ­ზად­და. მათ ჩა­უ­ტა­რეს ტრე­ნინ­გე­ბი, სა­დაც ას­წავ­ლიდ­ნენ ყვე­ლა­ფერს - ნერ­გის დარ­გვას, მოვ­ლას, მის გას­ხვლა­სა თუ მო­სავ­ლის მოყ­ვა­ნას. ეს მთე­ლი ციკ­ლი­ა, რო­მელ­საც სე­რი­ო­ზუ­ლი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა სჭირ­დე­ბა - ამ­ბობს პრო­ექ­ტის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის კომ­პო­ნენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი კონ­სტან­ტი­ნე კო­ბა­ხი­ძე:

- თხი­ლის ხა­რის­ხის დაქ­ვე­ი­თე­ბა მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც თხი­ლი შრო­ბას სა­ჭი­რო­ებს. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­თან საშ­რო­ბი და­ნად­გა­რე­ბი მხო­ლოდ გა­და­მ­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხნებ­ში­ა. არა­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რომ თხი­ლი მოკ­რე­ფის­თა­ნა­ვე გაშ­რეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ტე­ნი­ან თხილს შე­ი­ნა­ხავთ, მი­სი ხა­რის­ხი უა­რეს­დე­ბა, ლპო­ბი­სა და ობის გა­ჩე­ნის ალ­ბა­თო­ბაც მა­ტუ­ლობს. აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რომ ქარ­თველ­მა ფერ­მე­რებ­მა და გლე­ხებ­მა მო­სავ­ლის აღე­ბის შემ­დგო­მი ტექ­ნო­ლო­გია და­იც­ვან.

- და­ვუშ­ვათ, სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­უმ­ჯო­ბეს­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბიც და წარ­მო­ე­ბაც, თხი­ლის ფა­სი რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა გა­ი­ზარ­დოს?

- სამ­წუ­ხა­როდ, თხი­ლის ფასს ჩვენ ვერ ვად­გენთ, მას ად­გენს თურ­ქე­თი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში თხი­ლის ძი­რი­თა­დი მომ­წო­დე­ბე­ლი­ა. რა ფას­საც ის დაადებს, ჩვენც და­ახ­ლო­ე­ბით იმ რა­დიუს­ზე ვტრი­ა­ლებთ.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ