ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს

ანჯელინა ჯოლი ჯენიფერ ენისტონთან პაექრობას განაგრძობს

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სექსუალური ქალები - ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი ერთმანეთს ვერ იტანენ. როგორც დასავლური პრესა წერს, ანჯელინა ჯენიფერისთვის ბრედ პიტის წართმევით არ კმაყოფილდება და მასთან პაექრობას განაგრძობს. ანჯელინა წინა კვირას ენისტონის საყვარელ სასტუმრო Sunset Tower hotel-ში (ლოს-ანჯელესი) დაბინავდა. კინოვარსკვლავმა სასტუმროს იგივე ოთახი დაიქირავა, რომელშიც ჯენიფერს მოსწონს ყოფნა. როგორც ენისტონის მეგობრები ამბობენ, ანჯელინამ ეს სპეციალურად გააკეთა, რათა ჯენიფერმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნოს და სასტუმროში აღარ მივიდეს, ვინაიდან ოთახში შესვლისას გაახსენდება, რომ "ამ ლოგინში მისი ყოფილი ქმარი და ანჯელინა იწვნენ".

ანჯელინა და ჯენიფერი ყვითელ პრესას ერთმანეთთან პაექრობითა და სკანდალებით ხშირად ანებივრებენ. რამდენიმე კვირის წინ, ენისტონმა ჯოლისთან ერთად ფრენაზე უარი თქვა და სხვა რეისის ბილეთი შეიძინა. მსახიობები ერთმანეთს ქორწილთან დაკავშირებითაც ეჯიბრებიან. ვარსკვლავების მეგობრები ამბობენ, რომ ანჯელინა და ჯენიფერი ცდილობენ სელებრითების მოწვევა ერთმანეთს დაასწრონ.

ანჯელინას რთულ ხასიათზე ხშირად საუბრობენ ჰოლივუდში, ერთი არასწორი სიტყვა და დიდი შანსია, მსახიობმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვას - გარდა ამისა, ვარსკვლავიც ხშირად აცხადებს, რომ მეგობრები არ ჰყავს და მასთან ახლო ურთიერთობას ყველა გაურბის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება

ჯონი დეპს ცოლი სცემდა? - ვარსკვლავური წყვილის გარშემო სკანდალი გრძელდება