არჩევნების შემდეგ კახეთში 628 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს

არჩევნების შემდეგ კახეთში 628 საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლეს

2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და გუბერნატორის ადმინისტრაციიდან 628 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქედან, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა 389 პირმა დატოვა, ამავე პერიოდში მუნიციპალიტეტების გამგეობებსა და საკრებულოებში 679 ახალი თანამშრომელი აიყვანეს.

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სულ 96 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა. პირადი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა 71-მა თანამშრომელმა, ხოლო 26 საჯარო მოსამსახურე გათავისუფლდა ადმინისტრაციის ინიციატივით, დაწესებულების შტატით გათვალისწინებული თანამდებობების შემცირებისას, არაკანონიერად გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენისა და საპენსიო ასაკის მიღწევის გამო. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 2013 წლის 15 ივლისის ჩათვლით პერიოდში, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მიღებულ იქნა 112 თანამშრომელი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა