აშშ-ში ინტერნეტ-ნარკომანებისთვის პირველი ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა

აშშ-ში ინტერნეტ-ნარკომანებისთვის პირველი ფსიქიატრიული კლინიკა გაიხსნა

პენსილვანიის შტატში, ცენტრალური ფიქიატრიული საავადმყოფო პირველი საკურნალო დაწესებულება გახდება, რომელიც ინტერნეტ-დამოკიდებულებით დაავადებულ პაციენტებს მიიღებს. კლინიკა უკვე მზადაა პირველი პაციენტების მისაღებად, რომლებსაც 10-დღიან სამკურნალო კურსს სთავაზობენ.

პროგრამა კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტებმა იმ მეთოდოლოგიით შეიმუშავეს, რაც ალკოჰოლიზმის და ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის შემთხვევაში გამოიყენება. პროგრამა ჯგუფურ მეთოდს - ერთდროულად 4 პაციენტის მკურნალობას ითვალისწინებს, რომლებიც თერაპიას ერთ დროს დაიწყებენ. სამკურნალო დაწესებულებაში ისინი ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებული პაციენტების გვერდით მოთავსდებიან.

პროგრამა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინტერნეტდამოკიდებულების გამო ვირტუალურ რეალობას თავს ვერ აღწევენ და ყოვედღიურ ცხოვრებას ვეღარ აკონტროლებენ. სპეციალისტები დახმარებას სთავაზობენ მათ, ვინც ინტერნეტის გამო ყოველდღიურ საქმიანობას მოწყდა, ან ინტერნეტისგან თავის დაღწევა სურს, მაგრამ ვერ ახერხებს.

10 დღიანი კურსის ღირებლება 14 000 დოლარია. ჯერჯერობით, მას არცერთი სადაზღვევო პაკეტი არ ანაზღაურებს.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს