ნაყინი - საზაფხულო ნუგბართა მეფე

ნაყინი - საზაფხულო ნუგბართა მეფე

ნაყინის წარმოშობასთან დაკავშირებით მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, მას ჯერ კიდევ იმპერატორ ნერონისთვის ამზადებდნენ ძველ რომში. ზოგი ისტორიკოსი ნაყინის წარმოშობას ეგვიპტელებს და არაბებს მიაწერს და ნაყინის წინაპრად ხილის გაყინულ წვენს ასახელებს. სხვა ვერსიით, ნაყინი ევროპაში XIII საუკუნეში მარკო პოლომ ჩამოიტანა ჩინეთიდან.

მან შემთხვევით ნახა თუ როგორ ამზადებდნენ ამ ნუგბარს ჩინელები და იტალიაში ჩასვლისთანავე მოამზადა, იქიდან დამკვიდრდა იგი იტალიაში და გავრცელდა მთელ მსოფლიოში. არსებობს ასეთი ლეგენდა: ერთ იტალიელ მზარეულს ნაყინის მომზადების საიდუმლო რეცეპტი ჰქონდა. ეკატერინე მედიჩიმ კარგად იცოდა ამის შესახებ. როდესაც ეკატერინე საფრანგეთის დედოფალი გახდა, იგი თან წაიყვანა. მისი მომზადებული ნუგბარი ისე მოეწონა შარლ I- ს, რომ იგი მეფის პირად მზარეულად გამოაცხადა, დაუნიშნა პენსია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიიღებდა, ამასთან, წაუყენა პირობა - არაფრის ფასად მას ნაყინის რეცეპტი არ უნდა გაემხილა, რადგან ნაყინი მხოლოდ და მხოლოდ სამეფო ნუგბარი უნდა ყოფილიყო. დიდი ხნის განმავლობაში რეცეპტი მართლაც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. მხოლოდ ლეგენდები დადიოდა საოცარ, ცივ ტკბილეულზე, რომელიც მეფის კარზე მზადდებოდა. ნაყინის რეცეპტის გამხელისთვის სამეფო კანონი მზარეულებს სიკვდილით დასჯითაც კი ემუქრებოდა. თუმცა, დრო გავიდა და ამ საოცარი დესერტის საიდუმლოებას ნათელი მოეფინა.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს