ქალები, რომლებიც ფეხმძიმობის დროს ცურავენ, ნაყოფს საფრთხეს უქმნიან

ქალები, რომლებიც ფეხმძიმობის დროს ცურავენ, ნაყოფს საფრთხეს უქმნიან

ქალების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე წყალში ცურვა ნაყოფს ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ მეცნიერები გვირჩევენ, საცურაო აუზებს მხოლოდ მშობიარობის შემდეგ მივაკითხოთ.

ბრიტანულ ყოველთვიურ სამედიცინო ჟურნალში - British Journal of Dermatology გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ფეხმძიმეებს, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ცურვის გაკვეთილებს, ალერგიული ბავშვები უჩნდებათ. მეცნიერების მტკიცებით, საცურაო აუზებში გამოყენებული ქლორი ნაყოფზე ცუდად მოქმედებს.

ექიმების თქმით, ბავშვები, რომელთა დედებიც ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე საცურაო აუზში ნებივრობდნენ, გაცილებით მეტად მგრძნობიარენი არიან ისეთი დაავადებების მიმართ, როგორიცაა ეგზემა და ასთმა.

მომზადებულია British Journal of Dermatology-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს