განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილე დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქში" წერს, რომ საქართველოს ყველა ლიდერის პროგნოზი თანამდებობის დატოვების შემდეგ ახდა და იმედი აქვს, ბიძინა ივანიშვილის დანაპირებს თვალი არ ეცემა.
"ზვიადი ამბობდა: მე თუ წავედი, ბანდიტები და ყაჩაღები მოვლენო.
გვარდიელები და მხედრიონელები ამბობდნენ: ჩვენ რომ წავიდეთ, მოვა შევარდნაძე და ესენგეში შეგვიყვანსო.
შევარდნაძე ამბობდა: მე კი წავალ სახლში, მაგრამ მიშა ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, მოგენატრებათ მამათიო.
მიშა ამბობდა: მე თუ წავედი, რაც ამ ქვეყანაში ნაგავია, ყველა ისევ ამოტივტივდებაო.
ჰოდა, აქამდე ხომ ყველამ გაარტყა და ახლა კი ბიძინა ამბობს: მე რომ წავალ, ყველაფერი კარგად იქნებაო და, ეგება და, თვალი არ ეცეს, თვალი!..",-წერს ზურაბიშვილი.
