შეცდომები, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ

შეცდომები, რომელსაც თმის მოვლისას ვუშვებთ

თმის მოვლისას, ისე რომ არც ვიცით, ხშირად ვუშვებთ შეცდომებს.  სპეციალისტები 3 ძირითად შეცდომაზე მიგვანიშნებენ, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.

შეცდომა № 1  თმის გაშრობა მრგვალი სავარცხლით

ბევრი გოგონა თმის გაშრობას ფენისა და მრგვალი სავარცხლის გამოყენებით იწყებს - ეს არასწორია. თმის ამგვარი დავარცხნა განკუთვნილია ვარცხნილობის დასრულების ბოლო ეტაპისთვის. ანუ, ჯერ უნდა გაშრეს თმა და შემდგომ უნდა მოხდეს მისი დავარცხნა მრგვალი სავარცხლით. ამგვარი სავარცხლით შესაძლებელია თმას მივცეთ მოცულობა და სხვადასხვა მიმართულება.

შეცდომა № 2  თმის გადახურება  

ხშირად ფენით გაშრობის შემდეგ თმას გაგრილების საშუალებას არ ვაძლევთ. ფენის გამორთვის შემდეგაც თმები გახურებულია, ამიტომ აუცილებელია დაველოდოთ მის გაგრილებას.

შეცდომა № 3 თმის ხშირი ბანვა და ბევრი შამპუნის გამოყენება

ქალების უმრავლესობა თმას ძალიან ხშირად იბანს და ამ დროს ბევრ შამპუნს იყენებს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ თავი დღეგამოშვებით დავიბანოთ. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუკი გრძელი თმა გვაქვს სასურველია გამოვიყენოთ ცოტა შამპუნი.

თუკი დროის მოკლე მონაკვეთში თმის ძირები გაცხიმიანდა, სპეციალისტები გვირჩევენ, თმა ჩვეულებრივი ცხელი წყლით ჩამოვიბანოთ შემდეგ დავიტანოთ მცირე რაოდენობით თმის კონდენციონერი და ისე დავიბანოთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს