ჟოლო დაფეხმძიმების შანსს ზრდის

ჟოლო დაფეხმძიმების შანსს ზრდის

ამერიკელი ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ჟოლო ორსულობის პერიოდში და ფეხმძიმობის დაგეგმისთვის შეუცვლელი პროდუქტია. ამის შესახებ The Daily Mail წერს.

კვლევაში 44 მამაკაცი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ ვინც ბევრ ჟოლოს ჭამდა, მათი სპერმატოზოიდები 20%-ით ნაკლებ იყო დაზიანებული, ვიდრე მათი, ვინც საერთოდ არ ჭამდა.

საქმე ის არის, რომ ჟოლო ბევრ C ვიტამინს შეიცავს, ეს კი მამაკაცის რეპროდუქციული უნარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია მაგნიუმის როლიც, რომელიც ტესტოსტერონების წარმოქმნაში მონაწილეობს.

გარდა ამისა, მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ანტიოქსიდანტები, რომელსაც ჟოლო შეიცავს, ამცირებს მუცლის მოწყვეტის რისკს.

ლოურენს ბერკლის ლაბორატორიის სპეციალისტები წყვილებს, რომლებიც ბავშვის ყოლას გეგმავენ,  მოუწოდებენ, ჟოლო დიდი რაოდენობით მიირთვან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს