ნაგავსაყრელი საძოვრებზე - ქუთაისთან ახლოს პირუტყვი იხოცება

ნაგავსაყრელი საძოვრებზე - ქუთაისთან ახლოს პირუტყვი იხოცება

საძოვრები, რომელიც ქუთაისთან ახლოს, ე.წ. ქვაშავის ტერიტორიაზე გადის, დაბინძურებულია. ამ მიზეზის გამო კი ადგილობრივ მოსახლეობას საქონელი ეწამლება.

ქვაშავის გზასთან მდებარე საძოვრები პოლიეთილენის ცელოფნებითა და სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე, რის გამოც, პირუტყვი, რომელიც მოსახლეობას აღნიშნულ საძოვარზე ყავს გაშვებული, ხშირ შემთხვევაში კვდება.

"აბსოლუტურად ჯანმრთელი საქონელი წაგვექცა და მოგვიკვდა. როცა პირუტყვი გავშიგნეთ, აღმოვაჩინეთ, რომ მას ლურსმანი ჰქონდა მუცელში და რა გადაარჩენდა. იგივე მოხდა ჩემი მეზობლების შემთხვევაში. ზოგი უეცრად მკვდარი საქონლის კუჭში „ცელოფნებს“, ზოგი კი სამშენებლო, ბასრ საგნებს პოულობდა,“ - ამბობს სოფელ ნაგარევში მცხოვრები ანდრო ზაქარაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა