ქათამმა საყურე გადაყლაპა, მაგრამ დაკვლას გადაურჩება

ქათამმა საყურე გადაყლაპა, მაგრამ დაკვლას გადაურჩება

ბერკშირში (ინგლისის საგრაფო) მცხოვრები 38 წლის კლერ ლენონის ალმასის საყურე მისმა საყვარელმა ქათამმა, სახელად სარამ გადაყლაპა.

ქალს ქათამი იმდენად უყვარს, რომ 300 გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სამკაულს მხოლოდ მისი ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ დაიბრუნებს, რადგან ქათმის დაკვლას არ აპირებს. მისი თქმით, ქათმებს საკენკს უყრიდა, როდესაც საყურე მოძვრა და ხარბმა სარამ ის წამში გადაყლაპა. ვეტერინარებმა ქათამს რენტგენი გადაუღეს და მის სხეულში სამკაულს მიაგნეს.

"ვეტერინარმა გვითხრა, რომ სარას ოპერაციას გაუკეთებს და საყურეს ამოიღებს, მაგრამ ქათამი მოკვდება. ეს ჩემი 6 წლის ქალიშვილ მიასთვის საშინელი დარტყმა იქნება, ამიტომ სარას ბუნებრივ სიკვდილს დავუცდი, მანამდე კი სხვა სამკაულებს დავჯერდები", - ამბობს კლერი.

როგორც ვეტერინარები ამბობენ, კლერი კიდევ 8 წელი ვერ შეძლებს საყვარელი საყურის დაბრუნებას.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს